in ,

საოფისე ბაზარი ტენანტებზე მორგებული ხდება

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის, Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის საოფისე ბაზრის კვლევის მიხედვით, ბაზარზე A კლასის ოფისების მიწოდების ზრდამ იჯარის საშუალო ღირებულება საგრძნობლად შეამცირა. სტატისტიკის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა King David ბიზნეს ცენტრის 12,500 კვ.მ-ით ბაზარზე შემოსვლამ. აღნიშნულ თემაზე უძრავი ქონების კონსულტანტი – სანდრო შამანიდი საუბრობს.

 

რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა King David ბიზნეს ცენტრი მოცემულ მომენტში?

King David ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. ბიზნეს ცენტრის დატვირთულობა მოცემული მომენტისთვის 70%-ია და უმეტესად საერთაშორისო კომპანიებს მოიცავს. დღეისათვის King David-ი უკვე 700-მდე ადამიანის სამუშაო ადგილია. ბიზნეს ცენტრი სრულყოფილად ფუნქციონირებს, თუმცა მისი 100%-იანი დატვირთულობის უზრუნველსაყოფად Colliers International Georgia-მ King David-ის რიგით მეორე კამპანია დასტარტა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/colliersgeorgia/videos/1804627846282490/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
 

რა არის ვიდეორგოლის მიზანი?

ჩვენი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ წარსული გამოცდილების გამო, მომხმარებლების აღქმა ოფისების ფასთან დაკავშირებით არ ემთხვევა რეალობას. სტერეოტიპად იქცა შეხედულება, რომ „A კლასის ბიზნეს ცენტრში ოფისის ქირაობა ძვირია,“ თუმცა რეალური ფასები და ფართების მოქნილად დაგეგმარების საშუალება საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

ვიდეორგოლის საშუალებით გვინდოდა მომხმარებლამდე მიგვეტანა, რომ ბაზარზე ფასის ცვლილებამ B და უფრო დაბალი კლასის საოფისე ფართებში განთავსებულ კომპანიებს იმავე ფასად A კლასის ბიზნეს ცენტრში გადასვლის ალტერნატივა გაუჩინა.

[R]

გაბედე უფრო მეტი! – Nike-ის უჩვეულო ვიდეორგოლი

სასიყვარულო ისტორიიდან თრილერამდე ერთი ნაბიჯია! – AT&T-ის კამპანია