in

თუ 2024 წელს საოჯახო მანქანას განაახლებთ, იხილეთ სია, რომელიც არჩევაში დაგეხმარებათ

საოჯახო მანქანები ყოველთვის კარგი გამოსავალია იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტო არ ცხოვრობენ. თუმცა ბაზარზე უამრავი მოდელი პოზიციონირებს საოჯახო მანქანად, ამიტომ არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის. ცნობილი გამოცემა autoexpress იმ მანქანების სიას აქვეყნებს, რომლებიც 2024 წელს იქნება პოპულარული.

Skoda Superb

Skoda Superb იყო და რჩება საუკეთესო საოჯახო მანქანად. მას აქვს დიდი და ელეგანტური სალონი, მართვის მიმზიდველი დინამიკა და ყველანაირი კომფორტი, რაც მძღოლსა თუ მის მგზავრებს სჭირდებათ.

Vauxhall Insignia

თუ შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ, Vauxhall Insignia აირჩიეთ. თავისი ტრადიციული ჰეტჩბეკის ფორმით, Insignia-ს აკლია ძვირადღირებული SUV-ების მოდური მიმზიდველობა, მაგრამ როგორც კომფორტული საოჯახო მანქანა, ნამდვილად გამოგადგებათ. ის მოიცავს სტანდარტულ ნაკრებს, რაც ყველა თანამედროვე მანქანას უნდა ჰქონდეს, ასევე აქვს სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემა. მოძრაობისას დახვეწილია როგორც გზაზე, ისე ავტომაგისტრალზე, ასე რომ, ეს მანქანა თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს მისდამი გულგრილს არ დაგტოვებთ.

Peugeot 508

ესეც კიდევ ერთი ჰეტჩბეკია, რომელსაც საკმაოდ ფართო სალონი აქვს. ის აღწერილია, როგორც მანქანა, რომლითაც მგზავრობა დაბალანსებული და დახვეწილია. მისი უპირატესობები არ შემოიფარგლება მხოლოდ მოდური ფრანგული სტილით, არამედ ეს არის ავტომობილი, რომელიც ყველანაირად აღჭურვილია იმისთვის, რომ ოჯახმა კომფორტულად იმგზავროს: იქნება ეს სივრცე თუ შიდა საინფორმაციო-გასართობი სისტემა.

Hyundai i40

ამ მოდელით Hyundai-მ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა კომფორტზე, ეფექტურობასა და მანქანის კომპლექტაციაზე, ვიდრე მართვის დინამიკაზე. მას აქვს ფართო არჩევანი და იყიდება როგორც დიზელზე მომუშავე, ისე ბენზინზე, მექანიკური და ავტომატური ვარიანტები. 

Toyota Prius

ალბათ არავის გაუკვირდება სიაში ამ მანქანის სახელის წაკითხვა. მანქანა, რომელმაც შემოიტანა „ალტერნატიული“ ჰიბრიდული ძალების კონცეფცია 1990-იანი წლების ბოლოს, დღემდე უზომოდ პოპულარულია მომხმარებელში. არის ბიუჯეტური და მოსახერხებელი, აქვს საკმარისი სივრცე მთელი ოჯახისთვის; რაც მთავარია, ის ამართლებს Toyota-ს ფანტასტიკურ საიმედოობას და ასევე კარგად გამოიყურება ვიზუალურად.

Volkswagen Passat 

პრიუსის მსგავსად, პასატიც იმ მანქანების სიაშია, რომლებიც წლების განმავლობაში აქტუალურია და კონკურენციას უწევს თანამედროვე, უფრო ძვირფას და პრესტიჟულ მანქანებს. მისი ფართო ინტერიერი ჭეშმარიტად სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს მგზავრობისას, მართვის კომფორტული გამოცდილება კი ეხმარება მძღოლებს, რომ შორი გზებიც ნაკლებად დაღლილებმა გაიარონ.

Mazda 6

Mazda 6-მა გაიმარჯვა Auto Express-ის საუკეთესო საოჯახო ავტომობილის კატეგორიაში 2014 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე რამდენიმე წელია არსებობს, დღემდე აქტუალურ მოდელად რჩება. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც შეუფერხებლად შემორჩა, არის ის კომფორტის ნაკრები, რაც Mazda-ს გათვალისწინებული აქვს მძღოლისა და მგზავრებისთვის. 

ერთი შეხედვით, ამ მანქანას სპორტული იერი აქვს, თუმცა შიგნით ის ხუთი ზრდასრულისთვის გთავაზობთ სრულფასოვან ადგილს და ასევე, მათი ბარგისთვისაც შესაბამისი სივრცეა გამოყოფილი. 

Citroen Grand C4 Picasso/Space Tourer

ოჯახები, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ ინტერიერს, Citroen Grand C4 Picasso-თი კმაყოფილნი დარჩებიან. მას აქვს დასაკეცი სავარძლები, სავარძლების სამრიგიანი განლაგება. ყველაზე მეტად ამ მანქანაში მისი სიმსუბუქე და ჰაეროვნება მოსწონთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ექსტერიერიც და ინტერიერიც საკმაოდ შთამბეჭდავია. მის სალონში მრავალ თანამედროვე ფუნქციონალს იპოვით, მათ შორის, მასაჟორ სავარძლებსაც კი.

Hyundai Ioniq

ეს მანქანა წარმოდგენილია როგორც ჰიბრიდის, ისე სრულად ელექტრომობილის სახით, რაც მის ეკოეფექტურობასა და თანამედროვეობას უფრო უსვამს ხაზს. მას აქვს 139 ცხენის ძალა და ოპტიმიზებულია ყველანაირი აღჭურვილობით, რაც მგზავრს სჭირდება. აქვს საკმაო სივრცე როგორც სალონში, ისე საბარგულში.

ელიტ ელექტრონიქსის ქავთარაძის ფილიალში Samsung Plaza გაიხსნა

„სასწაულების გჯერა?“ – მაკდონალდსის საახალწლო კამპანია