in

საოჯახო სასტუმროების მედეგობის გაძლიერება კატასტროფების მიმართ საქართველოს მთიან რეგიონებში

თუშეთსა და ზემო სვანეთში მცხოვრებმა საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა, პროექტის VET in Georgia’s Growth Sectors-ის მხარდაჭერით, სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რომელიც მათ კატასტროფების რისკების შემცირებასა და სტიქიური უბედურებების დროს ეფექტური რეაგირების უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კლიმატის ცვლილების ფონზე, აღნიშნულ მაღალმთიან რეგიონებში სტიქიური მოვლენები — მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და ტყის ხანძარი — სულ უფრო გახშირდა და მათ მიერ მიყენებული ზიანიც მატულობს როგორც ადამიანების უსაფრთხოების კუთხით, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მცირე ბიზნესებისთვის. ასეთ პირობებში მსგავსი სწავლებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტრენინგის მონაწილე მეწარმეებმა შეიძინეს ცოდნა იმის შესახებ, როგორ ამოიცნონ პოტენციური რისკები, შეაფასონ საკუთარი ბიზნესის მოწყვლადობა და გადადგან პრევენციული ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ ოჯახის, სტუმრებისა და თემის უსაფრთხოება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობას კატასტროფების მართვის პროცესში, რაც მონაწილეებისთვის ახალი და სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა.

ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური ბიზნესების მდგრადობას, არამედ მთელი რეგიონის ტურისტულ უსაფრთხოებასაც.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის ტრენინგი ყაზბეგშიც ჩატარდება, რათა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ თემის მედეგობა გაძლიერდეს.

 

[R]

Summer Refill Day ბათუმში – ნაყინი, თავის მოვლის პროდუქტები და გარემოზე ზრუნვა ერთ სივრცეში

რა საერთო აქვს დრამსა და მევენახეობას? — პასუხი Baterista-ს ეტიკეტზეა