სამშენებლო კომპანია BBC-მ, სამუშაო პროცესის ავტომატიზების, მოდერნიზებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დანერგა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა SAP Business one. კომპანიის განცხადებით, წინა პროგრამული უზრუნველყოფისგან განსხვავებით, SAP B1 მორგებულია სამშენებლო და დეველოპერული ტიპის კომპანიებს. SAP B1 არის გადაწყვეტილება, რომელშიც კომპანიის ყველა საკვანძო თანამშრომელს აქვს თავისი იუზერი და ავტომატიზირებულად, ერთ სისტემაში შეუძლია აკეთოს თავისი საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას SAP Business One-ის სრული ფუნქციონალი ათვისებული არ აქვს, BBC-ში აცხადებენ, რომ პროგრამამ უკვე აარიდა მათ საოპერაციო „თავის ტკივილები“. მაგალითად: საწყობისა და შესყიდვების ოპერაციების რეალურ დროში კონტროლის საშუალებით, შესაძლებელია მარაგების დანაკარგებისა და თაღლითობის რისკების შემცირება. პროგრამა, პროექტების ჭრილში, აღრიცხვისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. სამუშაო პროცესში დიდ დროს ზოგავს სრულიად ავტომატიზირებული ბუღალტრული აღრიცხვა. პროგრამა მორგებულია ქართულ კანონმდებლობას, ინტერგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალთან და ინტერნეტბანკებთან.
BBC construction არის მომსახურებების სრული ციკლის მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს საცხოვრებელი თუ კომერციული სამშენებლო პროექტების განხორციელებაზე და გამოირჩევა დიდი გამოცდილებით. კომპანიის ინფორმაციით, BBC construction მჭიდროდ თანამშრომლობს BHP International-თან და წამყვან საერთაშორისო მრავალპროფილიან ჰოლდინგთან – GRANAT. BBC construction-ის მიერ აშენებულია სასტუმრო „კარპე დიემი“ გუდაურში და საცხოვრებელი კომპლექსი შანხაიზე. ამჟამად, მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევროა.











