in ,

Our Blades Are F***ing Great – საპარსის იუმორისტული ვიდეორგოლი, კომპანიის დამფუძნებლის მონაწილეობით

როგორ შეიძლება ყოველდღიური მოხმარების საგანი გადააქციო მომგებიან ბიზნესად? მთავარია მიდგომა. Dollar Shave Club იმდენად გაიზარდა 5 წლის მანძილზე, რომ Unilever–მა მისი შეძენა 1 მილიარდ დოლარად გადაწყვიტა. ნახეთ DSC–ის დამფუძნებელი, თავისივე კომპანიის ვიდეორგოლში Our Blades Are F***ing Great, მშვენიერი იუმორის გრძნობითა და მსახიობური ნიჭით.

 

 

DSC–ის დამფუძნებელი მაიკლ დუბინი აქტიურადაა ჩართული საქმეში. სულ არ არის საჭირო ცნობილი ბრენდის პროდუქტში ძვირის გადახდა, – აცხადებს დუბინი, რომელიც, ცვლილებების მიუხედავად, კომპანიაში კვლავ მმართველ პოზიციაზე დარჩება.

კომპანიის მიდგომა მარტივია: მომხმარებელი კლუბში წევრიანდება, საპარსების გაყიდვა საიტიდან ხორციელდება და ადგილზე მიტანის სერვისიც საფასურში შედის. საპარსები ხელმისაწვდომი ფასისაა და მათი წინასწარი გამოწერა შეიძლება იმ გრაფიკით, როგორითაც მომხმარებელი მოისურვებს. საერთო ჯამში, მომხმარებელი მიზერულ თანხას ხარჯავს ყოველთვიურად, მაგრამ მაღალი ხარისხის საპარსს ღებულობს.

რა მოხდა, როდესაც ძაღლებმაც გაუსინჯეს გემო როკს?! – Print ნამუშევრები

ჰიუსტონ! ყავა! – ანუ ის, რაც აქამდე არავინ იცოდა ნილ არმსტრონგის წარმატებაზე