in

„საპონერია“: „ბუნების სამკურნალო თვისებები ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოვიტანე“

სტარტაპერობამდე, ჩემი გეგმები და მიზნები მედიცინას უკავშირდებოდა, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია ესთეტიკასა და სილამაზესთან მჭიდრო კავშირში იქნებოდა. ჩემი სიღრმისეული ცოდნა მედიცინაში, მყარი საძირკველი გამოდგა შემდგომი ანტერპრენერული გამოცდილების დასაშენებლად. გზამკვლევად კი, ჩემივე ცნობისმოყვარეობა გამოვიყენე და საბოლოოდ, ის მშვენიერი კოქტეილი მივიღე, რასაც ამჟამად, ბრენდი „საპონერია“ ჰქვია, თავისი ღირებულებებითა და უპირატესობებით.

საპნის კეთება ჰობიდან ბიზნესად მალევე იქცა. სწავლის და განვითარების სურვილი დამეხმარა, მომეგროვებინა სხვადასხვა დარგის ცოდნა და ერთ ბრენდად გამეერთიანებინა. მაღალი ხარიხსის გამო, ბაზარზე შესვლა და პოზიციონირება არ გამჭირვებია და საპონერიამ მალევე დაიკავა ღირსეული ადგილი ქართველი მომხმარებლის გულში.

„საპონერიას“ კონცეფცია ბუნების სასარგებლო და სამკურნალო თვისებების ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოტანას გულისხმობს. ამავე დროს, პროდუქტი ხელნაკეთია და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ვიზუალურ მხარეს, დიზაინს. ვცდილობ, მომხმარებელს შევთავაზო მაღალი ხარისხის პროდუქტის და მომსახურების კომბინაცია, მაქსიმალურად ბუნებრივი ფორმულები და ეკოლოგიურად სუფთა, ეთიკური ნაწარმი, სადაც არ იქნება გამოყენებული პლასტმასა და სხვა მავნე ნივთიერებები. „საპონერია“ მომხმარებლის ემოციებსა და შეგრძნებებზე ორიენტირებული ბრენდია. ნაფიქრია თითოეული ვიზუალური დეტალი, თითოეული ინგრედიენტი ძალიან ფრთხილადაა შერჩეული და ცხადია, ეს მზრუნველობა პროდუქტის გამოყენების დროსაც შეიგრძნობა.

Shark Tank-ის შესარჩევი კონკურსის შესახებ შემთხვევით, პარკში სეირნობისას გავიგე, უცებ ჩავწერე მოკლე ვიდეო და მზადება დავიწყე. შევეცადე, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, იდეალურად მომზადებული ბიზნეს გეგმა მქონოდა და შედეგმაც არ დააყოვნა. გამარჯვებამ და 80,000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვებამ, მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი პერპექტივები გააჩინა საპონერიასთვის. რებრენდინგის შედეგად, ქართველ მომხმარებელს ძალიან მალე მოევლინება კიდევ ერთი ქართული მაღაზია-საწარმო, საერთაშორისო სტანდარტების წარმოებით, უმაღლესი ხარისხის და ტრადიციულად, დახვეწილი დიზაინის ნაწარმით.

გამარჯვების შემდეგ, გეგმებს ოდნავ გადავუხვიე, რადგან უფრო დიდი მიზნები დავისახე, ვიდრე აქამდე მქონდა. რაც მთავარია, დავრწმუნდი, რომ საზოგადოებისთვის ღირებულ საქმეს ვაკეთებ და სწორ გზაზე ვდგავარ. წინ კი, მე და „საპონერიას“, კიდევ უფრო მეტი განვითარება და წარმატება გველოდება.

 

ანნა კაჭკაჭიშვილი – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

Tascam თავისი ჩამწერებისთვის ახალ კასეტებს ქმნის!

ახალი კვლევა — როგორ გავრცელდა ენები 10 000 წლის წინ?