საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება. 5 ივლისს თბილისში ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ესპანეთთან და უკრაინასთან დაპირისპირებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გუნდის მიზანი შემდეგია: პირველი ეტაპი რაც შეიძლება მეტი გამარჯვებით დაასრულოს და მომდევნო ეტაპზე მაქსიმალური შედეგით გადავიდეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 5 ივლისს, 19:15 საათზე, ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზე უკვე შეგიძლიათ.
[პარტნიორის კონტენტი]













