in

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაბებს ჩაატარებს.

bog
bog-mob

8 – იდან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძებლს. პირველ დღეებშში ,,კუდების“ ფერდობზე ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში დაახლოებით 15 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

სნოუბორდ კროსის ევროპის ეტაპში 70 მდე ყსპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მოთხილამურეები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და სხვ.

ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა სნოუბორდ კროსი, ტრასაში ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. სხვადასხვა დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასის გავლას სნოუბორდერები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს აზარტულ სანახაობას ქმნიან.

საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს, პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოეელი სპორტსმენების და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრება ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მისი გენერალური სპონსორი კომპანია “სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდს : www.gsf.ge

GOT-ის გამოსამშვიდობებელი პოსტერები ჟურნალ Entertainment Weekly-სგან

„ბიზკოჩო“ – ერთი კონდიტერის პერფორმანსი