in

ადგილები სადაც შეძლებთ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს LIVE-ში უყუროთ

21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება  ქართული ფეხბურთის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე თამაში. საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და ამ თამაშით დაიწყება ერთა ლიგის საპლეიოფო ბრძოლა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

თამაშის შედეგად გამოვლინდება ფინალისტი, რომელიც თავის მხრივ, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური მატჩიც თბილისში, გაიმართება.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ყველა ბილეთი სულ რამდენიმე საათში გაიყიდა – რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორ უნდა ქართველ გულშემატკივარს  საკუთარი ქვეყნის ნაკრების ხილვა დიდ საფეხბურთო ასპარეზზე, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჰქვია.

იმისთვის რომ მთელმა ქვეყანამ ნებისმიერი ადგილიდან ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს, ერთად მოვუყარეთ თავი იმ ადგილებს სადაც შეგიძლიათ ფეხბურთს LIVE-ში უყუროთ:

ეს ადგილებია:

  • ბათუმში, ერას მოედანი;
  • ქუთაისში, ანჯაფარიძის სკვერთან;
  • თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე;
  • საქართველოს ბანკის 40 მდე სერვის ცენტრის მონიტორზე (როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, ბათუმში, საგარეჯოში)
  • ბაზარი ორბელიანზე;
  • ბარი- დროშები ჩქარაში;
  • PUB 44-ი

21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან, მატჩს 26 მარტს გამართავს.

26 მარტს გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი საქართველოს ბანკია.

Google-ის რეკლამაში Pixel iPhone-ს ელაპარაკება

ნაიკი Air Max-ის დღის აღნიშვნას იწყებს