როგორ დავეხმაროთ ბრენდს არსებული ღირებულებების გადაფასებასა და ცვლილებებში? როგორ გავაღრმავოთ ემოციური კავშირი ბრენდსა და მომხმარებელს შორის? როგორ ვისაუბროთ პროდუქტის ხარისხზე კომპლექსურად და დამაჯერებლად? რა მახასიათებლებით გამოვირჩიოთ თავი კონკურენტებისგან? – ამ საკვანძო კითხვებზე უნდა ეპასუხათ სოფლის ნობათისა და სააჩის წარმომადგენლებს და სწორედ ამ დროს დაიბადა „საქართველოს ბებოს“ კამპანია.
ბებოს ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ისინი იმ სითბოსა და სიყვარულს გვიზიარებენ, რომელიც რთულ მომენტებში ძალას გვაძლევს, გვამხნევებს.
გამოდის ბებომ ინფლუენსერის როლი მოირგო? თუ კულინარიის ექპერტის? იქნებ, სწორედ ბებოა უმაღლესი ხარისხისა და გემოს გარანტი? – Saatchi&Saatchi-ისა და სოფლის ნობათის წარმომადგენლები მოგვიყვებიან დეტალურად კამპანიის შესახებ.
მოგვიყევით კამპანიის შესახებ, როგორ მიხვედით იდეამდე?
სოფლის ნობათი ქართველ მომხმარებელზე თითქმის 15 წელია ზრუნავს და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი წარმატებული კამპანია შეგვიქმნია, „საქართველოს ბებო“ კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მათგან. ამ კამპანიამ შეცვალა ჩვენი სამომავლო გეგმები და სხვა მხრიდან დაგვანახა ბრენდის განვითარება, შესაძლებლობები, გვანახა გზა თუ როგორ უნდა დაგვემყარებინა მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირი.

მართალია, სოფლის ნობათს ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს, მაგრამ ჩვენ მაინც მეტად ძლიერი, სიღრმისეული და ახლო ემოციური კავშირის დამყარება გვინდოდა. სწორედ მსგავსი ურთიერთობებით ვითარდება ბრენდი და იძენს უნიკალურობას. ამ იდეის საძებნელად და დიდი შემართებით, მივედით ჩვენს მეგობარ სააგენტო, სააჩისთან. ხშირად, რაღაც განსაკუთრებული, შეუმჩნევლად ცხვირწინ გიდევს ხოლმე, სწორედ ესეთი რამ მოხდა ამ შემთვევაშიც. ჩვენი ბრენდის პერსონა უკვე 10 წელზე მეტია არის დიდი ოჯახის ბებო, რომელიც ზრუნავს ყველა მის გარშემო მყოფზე, რომელიც ასევე ჩვენს შეფუთვებზეა დატანილი, და სწორედ ამან გვაფიქრებინა, რომ სოფლის ნობათი გვექცია, ყველა ოჯახის, მთელი ქვეყნის ბებოდ. აი ასე მარტივად დაიბადა „საქართველოს ბებოს“ კამპანიის იდეა.
როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი?
დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს ბებოსთან დაკავშირებული მოგონებები და ამიტომ ჩვენი კამპანიაც სწორედ მომხმარებლის #ბებოსისტორიების მოსმენით დავიწყეთ. ამ ერთგვარი „ჩელენჯის“ გასაძლიერებლად, კამპანიაში ჩავრთეთ მომხმარებლისთვის გამორჩეულად საყვარელი ინფლუენსერები, რომლებიც მაგალითს აძლევდნენ თავიანთ ისტორიებს გაზიარებით. შემდეგ ამ ისტორიებიდან ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე გამორჩეული და დავამზადეთ ემოციური ვიდეოები ციფრულ პლატფორმებზე გასაზიარებლად. ამ კამპანიისას მთლიანად შეიცვალა ბრენდის TOV და ჩვენ უკვე მომხმარებელს ვესაუბრებოდით, როგორც მათი ბებო. კამპანიის პირველ ფაზაში დავიწყეთ სხვადასხვა რუბრიკა – ბებოს რეცეპტები, რჩევები, საინტერესო ფაქტები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებმა უნდა მოისმინონ გამოცდილი ბებოსგან. მეორე ფაზაზე, როდესაც ბრენდმა პროდუქციის ახალი „გამომცხვარი“ ხაზი ჩაუშვა, ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ კულინარიაზე, რადგან ბებოსთან და მის სამზარეულოსთან ასოცირდება, ყველაზე ტკბილი ბავშვობის სურნელები, მოგონებები.
როგორი გამოხმაურება ჰქონდა კამპანიას?
არსებობს სიტყვები, რომლებსაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ალბათ, ბევრისთვის ასეთი სიტყვაა – ბებო. მომხმარებლის საოცრად დადებითმა, სიყვარულით და ემოციით სავსე გამოხმაურებებმა, გვანახა რომ ეს ძლიერი სიტყვა, სააჩისა და პეპსიკოს ძალიან წარმატებული მეგობრობით იქცა სიტყვად, რომელიც ასოცირდება სოფლის ნობათთან. მაგრამ აქ რა თქმა უნდა ვერ გავჩერდებით, წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი აქვს საქართველოს ბებოს მომზადებული ჩვენი მომხარებლისთვის.
ასევე ჩვენი კამპანია პეპსიკოს BAM Award-ის კონტინენტის საუკეთესო სამეულში Creative Excellence-ის კატეგორიაში მოხვდა. BAM არის პეპსიკოს ჯილდო, რომელიც წამრატებულ მარკეტინგულ კამპანიებს აჯილდოებს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოდან წარმოდგენილმა კამპანიამ გაიმარჯვა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა , რომ პეპსიკოსა და სააჩის მეგობრობას, ძალიან დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია.

რას გამოარჩევდით კამპანიაზე მუშაობის პროცესში?
ჩვენი და სოფლის ნობათის პარტნიორობის, ერთად გავლილი გზის გათვალისწინებით, „საქართველოს ბებო“ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია. გარდა იმისა, რომ კამპანია ემოციური და ამაღელვებელი იყო, სტრატეგიულადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბრენდის პერსპექტივიდან. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ქართული ბრენდები მხარს უჭერენ იმ ოჯახურ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მეორეს მხრივ კი სიხარულის მომგვრელი იყო ის ჩართულობა და უკუკავშირი, რომელიც მომხმარებლისგან მივიღეთ.
სოფლის ნობათის „გემრიელი როგორც ბებოსთან“ არის კამპანია, რომელზეც დიდი სიხარულით ვმუშაობთ და ცნობისმოყვარეობით ვადევნებთ თვალს მის განვითარებას.
[პარტნიორის კონტენტი]