in

საქართველოს უნივერსიტეტისა და FUTURE LABORATORY-ს სამაგისტრო პროგრამა

საქართველოს უნივერსიტეტისა და Future Laboratory-ს წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში, კალიფორნიაში, ქალაქ ბერკლიში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ბერკლის ინო-ვაციების და მეწარმეობის სწავლების მეთოდოლოგიის, პროცესების და ინოვაციების მხარდამჭერი ეკო-სისტემის გაცნობა.

პროგრამისა და სამუშაო ვიზიტის შესახებ, ირაკლი ქაშიბაძე გვესაუბრა:

ბატონო ირაკლი, რა სიახლეებით დაგვიბრუნდით კალიფორნიიდან და რა სახის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის?

როგორც იცით, პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში UC Berkeley – ის მეწარმეობის და ტექნოლოგიების ცენტრი (SCET) „საქართველოს უნივერსიტსა“ და კომპანია Future Laboratory-ს ინო-ვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ფორმირებაში დაეხმარება.

თანამშრომლობის პირობების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუ-დენტებს შეეძლებათ წარადგინონ საკუთარი სტარტაპ პროექტები ბერკლის სტუდენტებზე ორიენტირე-ბულ ვენჩერულ ფონდებთან. სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტები შეუფერხებლად ისარგებ-ლებენ სამეცნიერო ტექნოლოგიური ლაბორატორიებით და აპარატურით პროტოტიპებისთვის და ტეს-ტირებისთვის ელექტრონიკის, ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიით, კოსმოსური ტექნოლოგიების ლა-ბორატიით და სხვ.

აღნიშნული სასწავლო პროცესი  საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ბერკლის მეწარმეობის მეთოდოლოგია,  იმუშაონ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების  ამოცანებზე, განახორციელონ ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავება, ასევე მოხვდნენ UC Berkeley-ში მიმდინარე სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებში, რომელიც ხელმისაწვდომია ბერკლის სტუდენტებისთვის: SKydeck-ი, Launch-ი, STEP აქსელერატორები.

საქართველოში განსახორციელებული სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია UC Berkeley-ის მეწარ-მეობის და ტექნოლოგიების ცენტრთან (scet.berkeley.edu) ერთობლივად და გამოიყენებს, ბერკლის მე-წარმეობის სწავლების მეთოდოლოგიას.  პროგრამს სუდენტებს ასწავლიან, როგორც ბერკლის პროფე-სორები ასევე მსოფლიოში წამყვანი სტარტაპების დაფუძნებაში და განვითარებაში მონაწილე პირები, ახალგაზრდები შეძლებენ მიიღონ მენტორული მხარდაჭერა დარგობრივი ექსპერტებისგან, ისარგებლონ სხვა პროცესებით, პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილების და კონტაქტების გასაღრმავებლად. გარდა ცო-დნის მიღების შესაძლებლობისა სტუდენტები შეძლებენ აშშ – ში საკუთარი კომპანიის შექმნის და გან-ვითარების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, სამომავლო ინვესტივიების მიზიდვაში შეუწყობთ ხელს.

[პარტნიორის კონტენტი]

რობოტი ძაღლის მიერ დახატული ტილო უკრაინელთა დასახმარებლად

როგორ მივაღწიოთ გრძელვადიან კარიერულ მიზნებს