in

საქართველოს უნივერსიტეტი – აბიტურიენტების სასურველი სამიზნე

საქართველოს უნივერსიტეტი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელიც 10 წელზე მეტია, წარმატებით მოღვაწობს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში. საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 6 სკოლა: 1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; 2. სოციალურ მეცნიერებათა; 3.სამართლის; 4. ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის; 5. ინფორმატიკის, ინჟინერიისა,  და მათემატიკის; 6. ჯანმრთლობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლები.  საქართველოს უნივერსიტეტში ასწავლიან როგორც ქართველი ასევე უცხოეული მოწეული სპეციალისტები.

ug bavshvebiრამდენიმე დღის წინ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტი ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია.

“საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა პირველკურსელების მიღების მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ წელს ამ რიცხვმა უპრეცენდენტო ნიშნულს მიაღწია” – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი. 

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერთან ბატონ კონსტანტინე თოფურიასთან

M: როგორი იყო თქვენი მოლოდინი? ელოდებოდით თუ არა ამდენ პირველკურსელს?

პირველ რიგში, მინდა ყველა პირველკურსელს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის და წარმატება ვუსურვო, მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს და ამაში მალე თავადაც დარწმუნდებიან.

რაც შეეხება მოლოდინს, ნამდვილად გვქონდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში აბიტურიენტებისგან დიდი დაინტერესება იყო და საკამოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენს კონკურსებსა თუ ღონისძიებებში. სამწუხაროდ, ბევრი მსურველი ვერ ჩაირიცხა, როგორც ჩანს, კონკურენცია დიდი იყო.

M: რით იქნება ეს წელი გამორჩეული და რა სიახლეებით ხვდებით პირველკურსელებს?

წლევანდელი წელი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია ბევრი ახალი შემეცნებითი პროექტი. თითოეულ სტუდენტს ამ მხრივ ელოდება ბევრი სიურპირიზი და საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრება. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე ბუმს. ჩვენი უნივერსიტეტი – ამ კუთხითაც ლიდერია. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს პირველკურსელებს და ვულოცავ მათ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვას.

[R]

4 სექტემბერს. ივნისის სტიქიის დღეებში წარმოქმნილი მუხტი, გამოხატული ფოტო პროექტად. Inside Out Project ‪#‎TbilisiAllforOne‬

MANGO – საქართველოში ბრუნდება და ახალ მაღაზიებს ხსნის