in

ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია – ახალი, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისგან

დღესდღეობით კომპანიის წარმატება წარმოუდგენელია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების გარეშე. კომპანიის განვითარება და თანამშრომლების კეთილდღეობა თანაბრად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე რთულია ამ მიზნების მიღწევა. სწორედ ამ ხედვის გათვალისწინებით საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის HR&DT სამაგისტრო პროგრამამ.

პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებიც თავის უახლეს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს. მათთან მუშაობა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების HR პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

პროგრამა, გარდა სხვა მეთოდებისა, აქტიურად იყენებს კეთებით სწავლის (learning by doing) მეთოდს. სტუდენტები ჩართულნი იქნებიან სწავლის პროცესში და პრაქტიკულად დაგეგმავენ რეკრუტინგულ კამპანიას, თანამშრომელთა შეფასების, განვითარების, დაჯილდოების პროგრამებს, დაამუშავებენ HR მონაცემებს, შექმნიან შესაბამის იურიდიულ დოკუმენტებს, ჩართულნი იქნებიან პრაქტიკულ კვლევაში, მონაწილეობას მიიღებენ HR პროცესების გაციფრულებაში, სტარტაპების HR კონსალტინგში და სხვა.

ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა – HR&DT დაფუძნებულია ნიდერლანდების ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ HR პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, კერძოდ, ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაზე.

პროგრამა განკუთვნილია HR-ით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ამ მიმართულებით მიიღონ თანამედროვე, სიღრმისეული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები.

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა მზად არის, განიხილოს აპლიკანტის განაცხადი სწავლის საფასურის თანადაფინანსების შესახებ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

[R]

რეალურად რას ნიშნავს სააგენტოების სლოგანები? — 7 მაგალითი

Google Maps მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტებს შესთავაზებს