in

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო მოკლევადიან პროგრამებზე აცხადებს მიღებას!

UG კოლეჯს მიეცა უფლება, განახორციელოს მომზადება/გადამზადების პროგრამები. აღნიშნული პროგრამები პირველად ხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, რის გამოც ის დაინტერესებულ პირებს 20% ფასდაკლებას სთავაზობს.

ლექტორები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამებს გაუძღვებიან, არიან დარგის ექსპერტები და პრაქტიკოსები, ამასთან, დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მოთხოვნად კომპანიებში  წამყვან პოზიციებს იკავებენ.

დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება, შეისწავლონ დეველოპინგის მიმართულებები, როგორც საწყისები, აგრეთვე აქვთ შანსი, რომ უკვე არსებული ცოდნა გაიღრმაონ და დამატებით მიიღონ ისეთი სახის გამოცდილება, რომელიც მათი წარმატების საწინდარიც კი შეიძლება  გახდეს.

აღნიშნული პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს შესაბამისი მიმართულებით.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 28 თებერვლამდე, შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/

FRONT END DEVELOPMENT მომზადების პროგრამა – 1700 ლარის ნაცვლად 1360 ლარი
FRONT END DEVELOPMENT გადამზადების პროგრამა – 1500 ლარის ნაცვლად 1200 ლარი
BACK END DEVELOPMENT მომზადების პროგრამა – 1200 ლარის ნაცვლად 960 ლარი

[R]

ახალი ექსპერიმენტი ხსნის, რატომ აქვთ ადამიანებს ხვეული თმა

Lion Trans-მა ფოთში თანამედროვე სტანდარტის საპორტო ტერმინალი გახსნა