ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტების ცხოვრებაში დგება მომავლისთვის მზადების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი, როდესაც მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ რა პროფესია აირჩიონ და რომელ უნივერსიტეტს დაუკავშირონ ყველაზე საინტერესო, სტუდენტური ცხოვრების პერიოდი. კვლევები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის არჩევისას აბიტურიენტები ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: მაღალი ხარისხის განათლება და მოთხოვნადი პროგრამები, პრაქტიკული სწავლება, გრანტები და სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და დასაქმების პერსპექტივა.
საქართველოს უნივერსიტეტი (UG) აბიტურიენტების მოთხოვნებს სრულად პასუხობს და სტუდენტებს მათი პროფესიული უნარებისა და პიროვნული განვითარებისთვის სრულფასოვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. UG ნიშნავს შემდეგ შესაძლებლობებს:
- ისწავლი საქართველოში რეიტინგით პირველ კერძო უნივერსიტეტში
საერთაშორისო ორგანიზაციის Webometrics-ის კვლევის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტი ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, კავკასიის რეგიონის მასშტაბით კი, ტოპშვიდეულში შედის. ამჟამად UG-ში 9000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. სწავლების ყველა საფეხურზე უნივერსიტეტი 80-ზე მეტ აკადემიურ პროგრამას ახორციელებს. პროგრამები ისწავლება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
უნივერსიტეტების რეიტინგი საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ აპრობირებული მეთოდოლოგიით დგინდება. რეიტინგების დადგენისას ხდება პროფესორების, როგორც დარგის სპეციალისტების აკადემიური აქტიურობის შეფასება, მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირების ინდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი თავიანთ სფეროში ახალსა და უნიკალურს ქმნიან და მათ ნაშრომებს წყაროდ იყენებენ.
„Webometrics-ისა და Nature-ის (სამეცნიერო ჟურნალი) კვლევების თანახმად, ჩვენ რომ რეიტინგით პირველები ვართ, ნიშნავს იმას, რომ გვყავს საუკეთესო ლექტორები. აღნიშნულ რეიტინგებში მნიშვნელოვანია, რა გავლენა აქვს უნივერსიტეტს საზოგადოებაზე და აქ ერთ-ერთი საზომი კურსდამთავრებულების წარმატებაა. მაგალითად, რა წარმატებას მიაღწია სწავლის დასრულებიდან ერთ წელიწადში და რა ღირებულებას ქმნის ის თავის სფეროში ათი წლის შემდეგ – რა თქმა უნდა, ამით სხვადასხვა შედეგები დგება.
აბიტურიენტისთვის საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება ნიშნავს, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები შეასწავლიან პროფესიას და მათი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა მაღალია, ასევე, მათ მიერ მიღებული განათლება და გამოცდილება, განვითარებისკენ სწრაფვა და მუდმივი ცნობისმოყვარეობა მათ აქტუალურსა და კონკურენტულს ხდის დასრულებიდან კიდევ ბევრი წლის განმავლობაში – ეს არის ის, რისთვისაც უნდა აირჩიონ საქართველოს უნივერსიტეტი“, – განმარტავს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია.
- UG-ში ისწავლი ინოვაციურ და მოთხოვნად პროგრამებზე პრაქტიკოსი ლექტორებისგან
საქართველოს უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 20-წლიანი გამოცდილებით სტუდენტებს ინოვაციურ და მოთხოვნად პროგრამებს სთავაზობს. UG-ში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე 80-ზე მეტ პროგრამას მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებული და აღიარებული პროფესიონალები არიან. სტუდენტები UG-ს საერთაშორისოდ აკრედიტირებულ სკოლებსა და სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში პრაქტიკაზე დაფუძნებული, ინოვაციური მიდგომებით სწავლობენ.
უნივერსიტეტში აქტიურად იკვლევენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად, პერსპექტიულ პროფესიებსა და პროგრამებს. მათ შორის არის ბიზნესანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც საქართვეელოში ანალოგი არ აქვს და, ასევე, ახალი პროგრამა – ინოვაციური ლიდერობა, რომელიც მრავალპროფილურია და მოიცავს სამართალს, ბიზნესს, სოციალურ მეცნიერებებებსა და სხვა სფეროებს.
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამართლის სკოლის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც სტუდენტები იურიდიულ კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს. სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას აგროვებენ UG PR Consulting ცენტრში, სადაც ისინი რეალური კომპანიებისთვის PR-ისა და ბრენდინგის სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ.
ასევე, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სიმულაციური ჰოსპიტალი, აფთიაქი და UG რეავიტა-დენტი, სადაც ჯანდაცვის სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ უნარჩვევებს რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ეუფლებიან.
- ისწავლი #მეტიგრანტით ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე
პროფესიულ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების წარმატებით გადადგმა არამარტო საკუთარი მომავლისთვის მზადებაა – წარმატებული ადამიანები ქვეყნის კეთილდღეობასაც ქმნიან. აღიარებს რა განათლებას, როგორც ყველაზე დიდ ინვესტიციას, საქართველოს უნივერსიტეტი მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს წლებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს #მეტიგრანტით ხვდება.
#მეტიგრანტის მიხედვით, 100%-იანი გრანტის მიმღები ყველა აბიტურიენტი ნებისმიერი საფასურის პროგრამაზე UG-ში უფასოდ ისწავლის, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ 675 ლარს, ხოლო 50%-ის შემთხვევაში – მხოლოდ 1125 ლარს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 10 ნაწილად გადახდის მოქნილ გრაფიკს და ბიზნესანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ ოქროს მედალოსნებისთვის 50%-იან თანადაფინანსებას.
- მიიღებ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში აშშ-სა და ევროპის ქვეყნების 100 უნივერსიტეტში
UG სტუდენტებს განათლების მიღების მრავალფეროვან საერთაშორისო შესაძლებლობებს სთავაზობს. უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობა აქვს დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.
ამაჟამად საქართველოს უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები აქვს ევროპასა და აზიაში -100-ზე მეტ უნივერსიტეტში. სტუდენტები ასევე მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში.
„გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას რამდენიმე ძალიან საინტერესო ასპექტი აქვს. პირველ რიგში, ეს სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, მიიღონ განათლება განსხვავებულ გარემოში და შეიძინონ უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება. ამასთან, მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნები სტუდენტს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩაეთვალოს. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ის უნივერსიტეტები და პროგრამები, რომელთანაც ბევრი საერთო შეიძლება ჰქონდეს საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამებს, რათა გაადვილდეს უცხოეთში გაცემული კრედიტების საქართველოში აღიარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამისათვის კი საუკეთესო საშუალება ერაზმუსის პროგრამით არსებული გაცვლითებია, რომელთა მეშვეობითაც შანსი გვეძლევა, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩვენი სტუდენტებისთვის სრული დაფინანსება ევროკავშირისგან მოვიპოვოთ. ასეთ დროს ფინანასდება როგორც სწავლა, ისე მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები. გარდა ერაზმუსის პროგრამებისა, ასევე გვაქვს არაერთი ბილატერალური გაცვლითი პროგრამა, სადაც უნივერსიტეტი ცდილობს, ხელი შეუწყოს აპლიკანტებს და საუკეთესო მოსწრების მქონე მონაწილეს საცხოვრებელს სრულად უფინანსებს,“ – განმარტავს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სერვისების სამსახურის უფროსი, გიორგი იმედაშვილი.
სტუდენტებში ყველაზე პოპულარული სამი ქვეყანაა – პოლონეთი, იტალია და ჩეხეთი, რადგან ამ ქვეყნებში ფასისა და ხარისხის თანხვედრაა. ასევე ბევრი სტუდენტი მიდის ნორვეგიაში, გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებსა და პორტუგალიაში. ეს ქვეყნები ყველაზე პოპულარულია, თუმცა ზოგადად დიდი ბრიტანეთიდან – სამხრეთ კორეამდე ევროპისა და აზიის უამრავ ქვეყანაშია წასვლის შესაძლებლობა.
ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს შეუზღუდავად შეუძლიათ, ხოლო ერაზმუს+ პროგრამაში მონაწილეობის მიღება – სწავლების თითოეულ საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) 2 სემესტრითაა შესაძლებელი.
- ისწავლი დასაქმების პერსპექტივით – UG-ის კურსდამთავრებულების 96% დასაქმებულია
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე მაღალკონკურენტუნარიანები არიან, რასაც მათი დასაქმების მაღალი სტატისტიკაც ადასტურებს. UG-ს კურსდამთავრებულების 96% დასაქმებულია თავისი პროფესიით, რაც განპირობებულია უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტებითა და სტუდენტების კარიერული წინსვლისკენ მიმართული ძალისხმევით. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამსახური, რომელიც სტუდენტებს ეხმარება ეფექტური რეზიუმეს შექმნის ეტაპიდან, დამსაქმებლებთან მარტივი და ეფექტური კომუნიკაციის ეტაპამდე.
საქართველოს უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სტუდენტურ წლებშივე სთავაზობს.
ახლა აბიტურიენტები მნიშვნელოვან ეტაპზე არიან და აკეთებენ ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს არჩევანს – როგორ აღმოაჩინონ საყვარელი საქმე და განვითარდნენ პროფესიულად, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და მიაღწიონ წარმატებას. ამ არჩევანის გაკეთებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაა.
[პარტნიორის კონტენტი]