საქმიანი ტურიზმი იმ კომპანიებსა თუ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც საქართველოს საქმიანი მიზნებით სტუმრობენ. ბიზნეს შეხვედრები, კორპორატიული ღონისძიებები, კონფერენციები და ა.შ. ბრიფის მიხედვით, ნიშანში უნდა ჩანდეს ის, რომ საქართველო გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ასევე უნდა იყოს ნათელი, რომ აქ მრავალი ტურისტული დანიშნულება ერთად არის თავმოყრილი. ლოგოზე დიზაინერმა ირაკლი თოფურიამ იმუშავა.
საქართველოს საქმიან ტურიზმს ახალი ლოგო აქვს! ნახეთ ირაკლი თოფურიას ნამუშევარი














