საუდის არაბეთი თავის პირველ რობოტს გვაცნობს, რომელსაც რამდენიმე არაბულ დიალექტზე საუბარი შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, იგი პოპულარულ ადგილობრივ ცეკვებსაც ასრულებს და იმ კითხვებსაც კი პასუხობს, რომელიც Riyadh-ში, LEAP23-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე დაუსვეს…
ამ ინტერაქციულ მოწყობილობას ჩაშენებული კამერა აქვს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა შეამჩნიოს, როდის დგანან ადამიანები მის წინ. ხოლო, როცა სტუმარი მას წინადადებით Hello Sara მიმართავს, იგი საუბარს იწყებს. როგორც უკვე გითხარით, სარას აქვს უნარი, სხვადასხვა დიალექტი ამოიცნოს, ამასთან, წინადადებების ანალიზი და მათი შინაარსის გაგებაც შეუძლია. ეს მას საშუალებას აძლევს, რელევანტური პასუხები შემოგვთავაზოს და კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ამის ტექსტის ფორმით გამოგზავნაც შეუძლია.

ალბათ, ეს ამბავი საუდის არაბეთისგან არც უნდა გვიკვირდეს, რადგან 2017 წლის ოქტომბერში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რობოტ სოფიას მოქალაქეობა მიანიჭა… თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლებაც არ აქვთ, სოფია მათთვის კარგი ადვოკატი იქნება, რომელიც მისი არსებობით ქალთა უფლებების გაძლიერებას შეძლებს. თუმცა აქტივისტების აზრით, ეს სრული აბსურდი იყო — რობოტმა ერთ დღეში იმაზე უკეთესი სოციალური სტატუსის მიღება შეძლო, ვიდრე საუდის არაბეთში მცხოვრებმა ქალებმა…
გასული წლის სექტემბერში კი 3 ახალი რობოტიც გაგვაცნეს, რომლებსაც მეჩეთში ყურანი, ლოცვები და აზანიც კი შეუძლიათ წაიკითხონ.
„ეს გაშვება დიდი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რათა განვახორციელოთ ჭკვიანი Haramain-ის პროექტი და სტუმრებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებაც მოვახერხოთ“, — აცხადებს შეიხ აბდულრაჰმან ალ-სუდაისი, სამეფოს ორი მეჩეთის ხელმძღვანელი.












