in

საახალწლო ტრადიცია გრძელდება – გამოვიდა “Sarajishvili 2019“-ის ლიმიტირებული სერია

ბრენდი “Sarajishvili 2019“, ლიმიტირებული რაოდენობით, უკვე გამოვიდა. საახალწლო სერია, ამჯერად, თეთრ ბოთლშია ჩამოსხმული.

 

„სარაჯიშვილის სახლი, საუკუნეზე მეტია, მომხმარებლებს ახლისა და ძველის სინთეზის ირგვლივ აერთიანებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი ლიმიტირებული პროდუქტი „Sarajishvili 2019“. ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ქართული ყურძნის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ სპირტებს შორის, უძველესი, 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილებისა და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს, დაგემოვნებისას კი, სასიამოვნო, ხავერდოვან შეგრძნებას ტოვებს“.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის ეს სიახლე არ არის. ყოველ ახალ წელს, „სარაჯიშვილის სახლი“, ლიმიტირებული რაოდენობითა და სპეციალური შეფუთვით, სადღესასწაულო სერიას უშვებს.

#მავერიკი ბექა გოლეთიანი: „ჩვენ მთელ საქართველოს დავაწყებინეთ სირბილი“

“შენია” – ბავშვებზე მორგებული პერსონიფიცირებული წიგნები