in

“Sarajishvili 2020”-ის ლიმიტირებული სერია გამოვიდა – საახალწლო ტრადიცია გრძელდება 

„საუკუნეზე მეტია, „სარაჯიშვილის სახლი“, სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ გაერთიანებთ. კომპანია ტრადიციას აგძელებს და წარმოგიდგენთ ახალი წლისადმი მიძღვნილ, განსაკუთრებულ პროდუქტს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიზიაროთ ამაღლებული საახალწლო განწყობა და დააგემოვნოთ ახალი, უნიკალური გემო “Sarajishvili 2020”, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა“.

წლევანდელი ბოთლი ფირუზისფერია, ფერი რომელიც მშვიდობას, ჰარმონიას, სიმშვიდეს განასახიერებს. ბოთლის ფორმა უცვლელია – კლასიკური გაფორმებული საახალწლო ელემენტების გრაფიკული ინტერპრეტაციით. პროდუქტის დიზაინზე „სარაჯიშვილის“ ბრენდ დირექტორმა არჩილ გოგელიამ იმუშავა.

„ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს. შეხვდით ახალ წელს „სარაჯიშვილთან“ ერთად“.

„სარაჯიშვილის სახლის“ საახალწლო სერიებს, მომხმარებლებს, წლებია სთავაზობს. წითელი, ოქროსფერი და თეთრი შეფუთვის შემდეგ გამოსული ფირუზისფერი „სარაჯიშვილი“, სავაჭრო ობიექტებში, უკვე იყიდება.

[R]

ალფა მომხმარებლებს საჩუქრებთან ერთად დაზღვევის განახლებულ პირობებს სთავაზობს

SpaceX-ის პასუხი ასტრონომებს – ეცდებიან Starlink-ის თანამგზავრები ნაკლებად ანათებდეს