in

სპეციალური ბრენდი სადღესასწაულო შეფუთვით – ლიმიტირებული Sarajishvili 2021 ხელმისაწვდომია

გაიზიარეთ ამაღლებული საახალწლო განწყობა და დააგემოვნოთ ახალი, უნიკალური გემო” – გვაუწყებს „სარაჯიშვილის სახლის“ ბრენდი, რომელიც ტრადიციას, ამჯერადაც, არ ღალატობს და ახალი წლისადმი მიძღვნილ ლიმიტირებულ პროდუქტს გვიზიარებს.

წლევანდელი ბოთლი იასამნისფერია, ფერი, რომელიც მისტიკასთან, ჯადოსნურობასა და შემოქმედებასთან ასოცირდება. რაც შეეხება ბოთლის ფორმას, უცვლელია – კლასიკური, საახალწლო ელემენტების გრაფიკული ინტერპრეტაციით გაფორმებული.

ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის, უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილებისა და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საახალწლო პროდუქტის სასაჩუქრე შეფუთვა შეიძინოთ, რომელსაც ორი ჭიქა მოჰყვება. პროდუქტის შეძენა სავაჭრო ობიექტებში დღეიდან უკვე შესაძლებელია! – „სარაჯიშვილის სახლი“

“Sarajishvili 2021-ის” პროდუქტის დიზაინზე არჩილ გოგელიამ იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ წინასაახალწლოდ, „სარაჯიშვილის სახლის“ მიერ, მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო შეფუთვით სპეციალური ბრენდის შეთავაზების ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. პირველ წელს, ბრენდი ლურჯი ბოთლით გამოვიდა. შეფუთვა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მიეძღვნა.

Nielsen-ის კვლევა პოდკასტისა და რეკლამის ურთიერთქმედების შესახებ

მწვანე კონცხის პროექტში „ბოტანიკო“ გაყიდვები იწყება