in

ახალი საკოლექციო ბრენდი კომპანია სარაჯიშვილისგან – “სარაჯიშვილი ექსტრა”

saraj3

კომპანია სარაჯიშვილმა 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის ბრენდის – “სარაჯიშვილი ექსტრა”-ს პრეზენტაცია გამართა. ცოცხალი მუსიკის და ჩრდილების თეატრის ფონზე ახალი პროდუქტი კომპანიის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

სარაჯიშვილი ექსტრა მაღალ სეგმენტზე გათვლილი ქართული ღვინის ბრენდია, რომლის ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ იწყება. კომპანიის ტექნოლოგებმა ტრადიციების და თანამედროვეობის შერწყმით შექმნეს ექსტრას განსხვავებული არომატი. დამსწრე საზოგადოებამ საკოლექციო სასმელი დადებითად შეაფასა.

MARKETER-ს სარაჯიშვილ ექსტრაზე კომპანიის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

ნიკა ლომიძე, კომპანია სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი:

“სარაჯიშვილი ექსტრა არის ღვინის ბრენდი, რომელიც მზადდება ყურძნისგან.  ეს არის სარაჯიშვილის კლასიკური ხაზის დაგვირგვინება, ყველაზე ძვირფასი პროდუქტი-ექსტრა. ექსტრას ჭურჭელი ინოვაციის გამომხატველია, რადგან კომპანიის მესიჯიც სწორედ ეს არის -ტრადიციებისა და ინოვაციის შერწყმა. მომხმარებელმა უკვე ძალიან დადებითად მიიღო. მოსწონთ როგორც პროდუქტი, ასევე ჭურჭელი. ვმუშაობთ ქართული ღვინის ბრენდის კულტურის გამდიდრებაზე.”

Sarajishvili Extra6დავით აბზიანიძე, კომპანია სარაჯიშვილის მთავრი ტექნოლოგი:

რაც ყველაზე მთავარია, ამ ბრენდში სარაჯიშვილის სული სუფევს. წარმოდგენილი ბრენდი საკოლექციო სახეობაა.  სასმელი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. შეფუთვაც შესაბამისია- ჭურჭელი ექსკლუზიურია, რომელიც სპეციალურად ამ ბრენდისთვის შეიქმნა. დიზაინზე იმუშავა აჩიკო გოგელია უმცროსმა. ჩვენი პროდუქციის შეფუთვას არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც იცნობენ, რაც აჩიკოს დამსახურებაა.”

კომპანიის წარმომადგენლების თანახმად, “სარაჯიშვილი ექსტრა” მხოლოდ დასაწყისია და მომხმარებლებს კომპანიისგან არაერთი სიახლე ელის.

“ინტელექტუალი ეკონომისტები 2015 ”-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

“თამაშობანა” – ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია