in

სარაჯიშვილი 2022 – საახალწლო ტრადიცია გრძელდება!

საახალწლო ტრადიცია გრძელდება და სარაჯიშვილი კვლავ გვთავაზობს ახალი წლისადმი მიძღვნილ, განსაკუთრებულ პროდუქტს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.

გაიზიარეთ ამაღლებული საახალწლო განწყობა და დააგემოვნოთ ახალი, უნიკალური გემო- „Sarajishvili 2022”

წლევანდელი ბოთლი ვარდისფერია, ფერი რომელიც ასოცირდება სიმშვიდესთან, სიყვარულთან და სიკეთესთან. ბოთლის ფორმა უცვლელია – კლასიკური, გაფორმებული წარწერით – „Glass of love“. ბოთლის დიზაინის ინსპირაცია კი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების მიერ შესრულებული სიმღერა –  “Glass of Love” გახდა, რომელიც სარაჯიშვილის ვიდეო რგოლისთვის Since 1884- შეიქმნა. სასაჩუქრე შეფუთვას, მოყვება ორი ჭიქა, რომელიც ბოთლის ფერში არის გაფორმებული.

ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს.

პროდუქტის დიზაინზე არჩილ გოგელიამ იმუშავა.

შეხვდით ახალ წელს სარაჯიშვილთან ერთად!

პროდუქტის შეძენა დღეიდან უკვე სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზიაში და სავაჭრო ობიექტებშია შესაძლებელი. სასაჩუქრე შეფუთვის ყიდვის შემთხვევაში კი, მას ორი ჭიქაც მოყვება.

შეგახსენებთ, რომ წინასაახალწლოდ, „სარაჯიშვილის“ მიერ, მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო შეფუთვით სპეციალური ბრენდის შეთავაზების ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა უჩვეულო, გამჭვირვალე თავის მქონე თევზი დააფიქსირეს

ვირთხები Doom II-ს თამაშობენ — შესაძლოა, Twitch Channel-იც კი ვიხილოთ