in

საახალწლო ტრადიცია გრძელდება – გამოვიდა „სარაჯიშვილი 2018”-ის ლიმიტირებულ სერია

„სარაჯიშვილის სახლის“ ბრენდი Sarajishvil 2018, ლიმიტირებული რაოდენობით, უკვე იყიდება. საახალწლო თემატიკით გაფორმებული 2018 წლის „სარაჯიშვილი“, ოქროსფერ ბოთლშია ჩამოსხმული. 

bog
bog-mob

 

„გვინდა, დაუვიწყარი საახალწლო განწყობის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ამიტომ, უკვე მესამე წელია, ვქმნით სპეციალურ ლიმიტირებულ, საახალწლო პროდუქტს. Sarajishvili 2018-ის გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს. შეხვდით ყველაზე ბედნიერ ახალ წელს „სარაჯიშვილთან“ ერთად“,-აცხადებენ კომპანიაში. 

აღსანიშნავია, რომ ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა – წინასაახალწლოდ, „სარაჯიშვილის სახლი“, მომხმარებელს სპეციალურ ბრენდს სადღესასწაულო შეფუთვით სთავაზობს. პირველ წელს ბრენდი ლურჯი ბოთლით გამოვიდა. შეფუთვა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მიეძღვნა.

 

SarajiSvili 2017 კი წითელი მამლის წლის პატივსაცემად, წითელი შეფუთვით გამოვიდა.

რაც შეეხება ბრენდის წლევანდელი საახალწლო სერიის დიზაინს, მასზე არჩილ გოგელია უმცროსმა იმუშავა. როგორც კომპანიაში ამბობენ, შეფუთვის ფერი ანუ ოქროსფერი ზუსტად შეესაბამება ახალი წლის დღესასწაულს და საზეიმო განწყობას.

[R]

#პირველინამუშევარი – დიზაინერი თენგიზ ბეგოიძე (ბეგო)

#გადაიღე17 – სპეციალური კამპანია PR აკადემიის 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად