2 მარტს, თბილისის DEPO “სარდაფის” პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. “სარდაფი” ქართული პლატფორმაა, რომელსაც მარკეტერის მკითხველი უკვე იცნობს და რომელიც ქართველი უცნობი ან დამწყები არტისტების აღმოჩენას და მათ წარმოჩენას ემსახურება საზოგადოებაში. პროექტის მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა და “სარდაფი” აღმოჩენილი არტისტების საზოგადოებისთვის გაცნობას იწყებს.
ნიკოლოზ ქუთათელაძე, “სარდაფის” აღმასრულებელი დირექტორი: “პირველ ეტაპზე 30-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 12 შევარჩიეთ. დასაწყისისთვის, პროექტის სტუდიაში, ჩატარდა 4 ღონისძიება, სადაც 4-მა არტისტი უცნობი მაყურებლის წინაშე დაუკრა, მათ შორის, იყო ჰიპ-ჰოპ სესიებიც. ამ შედეგებიდან გამომდინარე, დავინახეთ საჭიროება, გაგვეფართოებინა სივრცე და ჩვენი არტისტები უფრო მეტი მსმენელისთვის გაგვეცნო.”