in

რობოტი Ugo სარეცხს გაგიფენთ

veon
veon

საშინაო საქმე არის ის, რაც თანამედროვე ადამიანისთვის, დატვირთული გრაფიკისა და ცხოვრების სტილისგან გამომდინარე, დიდი გამოწვევაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი სულ უფრო გვაძლევენ ამ გამოწვევის სხვადასხვა პროდუქტით დაძლევის შესაძლებლობას. იქნება ეს სხვადასხვა ტიპის გაჯეტი, თუ ჩვენთვის ყველასთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი მოწყობილობა – ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი და ა.შ. წელს, იაპონურმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Mira Robotics რობოტი Ugo შექმნა, რომელიც სარეცხის გაფენაში დაგეხმარებათ.

რაც დრო გადის, ადამიანებს უნდათ მათ გარშემო არსებული სამყარო ავტომატიზებული იყოს და ისეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეში, როგორიც სარეცხის გაფენაა, მათი მონაწილეობა მინიმალური იყოს. თუმცა, Mira Robotics ასე არ ფიქრობს. Ugo-ს მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი, შესაბამისად, მისი პატრონი ირიბად, თუმცა მაინც ჩართულია ამ პროცესში. ანუ, ნაცვლად პროგრამული, ავტომატური კონტროლისა, Ugo-ს ფუნქციონირებისთვის ადამიანთან თანამშრომლობა სჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა „სარეცხის გაფენა“ მარტივად ჟღერდეს, მაგრამ საკმაოდ რთული საქმეა რობოტებისთვის. იმისათვის, რომ რობოტმა შეძლოს სარეცხის გაფენა საჭიროა არამხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ დეფორმირდება სხვადასხვა სახის სველი ნაჭერი, ასევე, საჭიროა ვიზუალური მახასიათებლების აღქმა და სველი ტანსაცმლით მანიპულირების – მისი დაკეცვისა თუ გადაფენის უნარი. ეს ინტუიტიური ცოდნაა ადამიანისთვის, რომლის პროგრამულ კოდში მოქცევა მართლაც დიდი გამოწვევაა.

Mira Robotics-ის თქმით, Ugo ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება და ამ დროისათვის, მას სარეცხის გაფენის გარდა, სხვა ფუნქციებიც დაემატება.

გთხოვ, წადი! – WeTransfer-ის კამპანია

თიბისი, EBRD-მა, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა