ბოლო პერიოდში Roblox ბრენდებისთვის დიდ საასპარეზო არეალად იქცა, რათა მომხმარებლებს თამაშების მეშვეობით დაუკავშირდნენ. ასე ვთქვათ, პლატფორმა „ვირტუალურ სამყაროებს“ მასპინძლობს — მათ შორის ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიც არიან Walmart, Gucci და Crocs.
იმის გათვალისწინებით, რომ რობლოქსს 70,2 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველდღიურად, რომლებიც 2,6 საათს ატარებენ პლატფორმაზე, ბრენდებისთვის ეს სწორი არჩევანია. ამასთან, ყოველი მეხუთე მომხმარებელი ყოველდღიურად აახლებს თავის ავატარს, რაც ბიზნესს საკმარის შესაძლებლობას აძლევს თამაშშიდა ბრენდირებული პროდუქტების შესათავაზებლად.
მით უმეტეს, უკვე განხორციელებული მარკეტინგული სტრატეგიების შედეგები იმედისმომცემია. საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომპანია Dentsu-სა და სარეკლამო სააგენტო Lumen Research-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ სათამაშო სივრცეში ჩაინტეგრირებულ რეკლამებს გაცილებით დიდი ნახვა აქვს, ვიდრე სოციალურ მედიაში. ამავდროულად, თამაშში რეკლამებმა, საშუალოდ, 3442 წამის განმავლობაში მიიპყრო მომხმარებელთა ყურადღება — ეს კი Dentsu-ს 1416 წამის ნორმას აჭარბებს ტრადიციულ ონლაინ რეკლამებისთვის.
„მოცემული შედეგები მნიშვნელოვნად აძლიერებს ინდუსტრიის დატვირთვას: თამაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და გავლენიანი მედია არხია ბრენდებისთვის“, — განმარტავს ჯორდან შლახტერი, Activision Blizzard Media-ის კვლევის ხელმძღვანელი.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოთამაშებში ჩაინტეგრირებული რეკლამა კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა. ინდუსტრიის დამკვირვებლებმა გადაწყვიტეს, Roblox-ში 13 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე შეზღუდეს რეკლამების გაზიარება.
როგორც ბრენდები ირწმუნებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია რეკლამირების ახალი ეპოქისა… ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ პროგრესს თვალი მივადევნოთ.