in

ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

ბათუმში, ჭაჭა თაუერის ადგილას, ახალი პარკის პროექტირებას ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია „MASU Planning” განახორციელებს. https://www.masuplanning.com/projects/

ქალაქის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფია გულისხმობს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილის ხასიათის და იდენტობის შენარჩუნებას შექმნილ ლანდშაფტებში. ინოვაციური და გამოკვეთილი არქიტექტურული გადაწყვეტილებები ეფუძნება სკანდინავიური დიზაინის ტრადიციასა და საერთო კულტურულ ისტორიას. დიზაინი ეყრდნობა იდეებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თითოეული საპროექტო სივრცის  ხასიათთან და სპეციფიკასთან.

„ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტს (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება,“ – ალექსანდრე ტოგონიძე, „ბათუმი რივიერას“ დირექტორი.

ბათუმელებს და პარკის სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში  ინტეგრირდება,  როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

პარკის მოწყობის დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

[R]

DC Comics-მა Batman-ის ახალი ლოგო გამოუშვა

5 საუკეთესო ხელსაწყო ლოგოს დიზაინისთვის