კანადა სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა ზამთარში დაბალი ტემპერატურით, ხოლო კანადელები კი ამაზე გაუთავებელი წუწუნით. სოციალურ ქსელებში ქვეყნის მოსახლეობა რეგულარულად იყენებს უცენზურო ლექსიკას სიცივისა და თოვლის შესამკობად. საიტმა Hotels.com, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებსა და რესტორნებზეა ინფორმაცია განთავსებული, გადაწყვიტა კანადელებისთვის სიურპრიზი ყველაზე უჩვეულო გზით გაეკეთებინა. საიტმა აიღო ერთი ქილა და Twitter–ში ზამთრის მიმართ წარმოთქმულ ყველა სიტყვა “fuck”-ზე ხურდების ჩაყრა დაიწყო. ყოველ მიღწეულ $1,000–ზე კომპანიამ იღბლიან მომხმარებელს ერთ კვირიანი დასასვენებელი საგზური აჩუქა თბილ ქვეყნებში. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაისვენა ამის წყალობით.
https://www.youtube.com/watch?v=8FprSda75B8












