in

თუ სხვების ემოციებს ზედმეტად განიცდით, საქმე სინესთეზიასთან გაქვთ

M2
M2

თუ ფილმის ყურებისას ხშირად ტირით ან იმ ტკივილს გრძნობთ, რომელსაც თქვენი საყვარელი სერიალის პერსონაჟები განიცდიან, მაშინ საქმე ე. წ. სარკისებური შეხების სინესთეზიასთან გაქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვა ადამიანების გრძნობებსაც საკუთარივით აღიქვამთ. თუმცა ეს არა თუ თანაგრძნობა, არამედ რეალური შეგრძნებაა, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ სასიამოვნო, დამღლელი ან თუნდაც, დამთრგუნველი იყოს.

თუ ვინმეს სათვალით ვხედავ, სათვალეს ჩემს ცხვირზეც ვგრძნობ, თითქოს მეც მიკეთია, — ამბობს ჯოელ სალინასი, ნევროლოგი, რომელიც სინესთეზიით დაავადებულია, მაგრამ მასთან გამკლავებას გარშემო მყოფთა ემოციებისგან ყურადღების გადატანით ახერხებს.

სინესთეზიას მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების 2% განიცდის. ხოლო იმასთან, რაც სინესთეზიას იწვევს, ყველას ჰქონია შეხება, სხვა ადამიანის ადგილზე თავი ყველას ერთხელ მაინც წარმოუდგენია… ერთ-ერთი თეორიის მიხედვით კი, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანის ტვინს საკუთარი თავის სხვებისგან გამოყოფა უჭირს და თუ ეს მართალია, გამოდის, იგი ზუსტად ისე ექცევა სხვებს, როგორც უნდა რომ მას მოექცნენ.

ეს საშიში არ არის, თუმცა მისი შედეგებით ბევრი ადამიანი იტანჯება. მათ შორისაა ამანდაც, კვლევის მონაწილე, რომელიც სინესთეზიის გამო სხვებისგან იზოლირებულად ყოფნას ამჯობინებს, მას საკუთარ ოჯახთან ერთად ჭამაც კი არ შეუძლია — თითქოს ისინი საჭმელს პირში მიდებენ, ეს საშინელებაა.

ამას მეტად ეგზისტენციალური შედეგებიც აქვს ხოლმე, მაგალითად, ახალი ადამიანის გაცნობისას იდენტობის კრიზისი იჩენს თავს. ადამიანები ამ დროს ვერ ხვდებიან თუ როგორები არიან ან რატომ არიან ისეთები, როგორსაც სარკეში ხედავენ…

მიუხედავად ამისა, სინესთეზია ბევრისთვის საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. შესაძლოა, მოგეწონოთ კიდეც, რადგან, მაგალითად, ადამიანთან ჩახუტებას ორმაგად იგრძნობთ. 

თუ ფიქრობთ, რომ სარკისებური შეხების სინესთეზია გაქვთ, სანერვიულო არაფერია, ეს უბრალოდ საინტერესო განსხვავებაა, — ამბობს ჯარედ მედინა, პროფესორი.

ახალი მსოფლიო რეკორდი კვანტურ კომუნიკაციაში!

ახალი მოწყობილობის მეშვეობით, ზღვის წყალი სასმელად ვარგისი ხდება