28
Jun
2012

სასაცილო ”გაკვეთილები” მარკეტერზე

28 Jun 2012

სასაცილო გაკვეთილები მარკეტერზე

1.

– გამარჯობა ბავშვებო. დღევანდელი გაკვეთილის თემა ”ატკატებია” . იცის რომელიმემ რა არის ”ატკატი”?

–  ”ატკატი” მადლობის ფულადი ექვივალენტია, როდესაც რომელიმე კომპანია ტენდერში იმარჯვებს.

–  და რა არის ტენდერი?

–  ტენდერი ”ატკატების” ჩემპიონატია.

–  დაჯექი ექვსიანი. ოთხი გაკვეთილისთვის და ორიც იცი საიდან.

 

2.

ჩავიწეროთ ამოცანა: ნიკას დოკუმენტების მიხედვით 5 ვაშლი აქვს . ფაქტების მიხედვით 3, ხოლო შეთანხმების მიხედვით 7.  შეკითხვა: რამდენი ვაშლი ექნება იმას, ვინც ნიკას საშემოსავლო დოკუმენტებს გადაამოწმებს ?

 

3.

ნათესაური კავშირების ზემოქმედება კომპანიის წინსვლაზე

–   გაკვეთილი არ მისწავლია.

–   დაჯექი ხუთიანი.

–    მადლობა მამა!

 

4.

– ვინ მომიყვანს კორუფციის მაგალითებს ისტორიიდან? არავინ არ იცის? გოგოლი ”მკვდარი სულები” რამდენი ტომია დოკუმენტების მიხედვით დაწერილი?

-ორი.

-ჩააბარა რამდენი?

– ერთი.

– სად არის მეორე?!

– დაიწვა!

ახლა ხვდებით ჩვენი ახალი კომპიუტერების ოთახი რატომ დაიწვა? და ის თუ იცით, სკოლის სპორტული დარბაზიც რომ მალე დაიწვება?!

 

5.

–    დამისახელეთ იდეალური მრეწველობა.

–    ნანოტექნოლოგიები.

–     რატომ?

–    იმიტომ რომ, ფული იხარჯება იმაში რასაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს.

 

6.

–    არ დაგავიწყდეთ მშობლებს შეახსენოთ 5ლარი გამოგატანონ კლასის რემონტისთვის.

–    ისევ 5 ლარი?!

–    მე მომიტანეთ 3 ლარი და ნუ გეშინიათ, თუ მშობლები იკითხავენ რამდენი მომეცით ვეტყვი რომ 5 ლარი იყო.

 



განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.