in

„სახე“ 20 წლის შემდეგ! – ძველი ჰიტები, ახალი სიმღერები და თანამედროვე ჟღერადობა Black Sea Arena-ზე

24 აგვისტოს, “Check In Georgia-ს“ ფარგლებში, „ბლექსიარენაზე“ ქართული პოპჯგუფი „სახე“, რომელსაც წელს, არსებობიდან 20 წელი შეუსრულდა, მსმენელების წინაშე წარდგება როგორც ძველ ჰიტებით, ასევე 10-მდე ახალი კომპოზიციით. ჯგუფ „სახესთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებს მოცეკვავეთა ჯგუფი და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ბენდი, ქართველი მუსიკოსების შემადგენლობით. კონცერტის სპეციალური სტუმარია: Poetry’N’Motion. გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“, მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი O.K.

„სახე“ საქართველოს ნაწილი და ისტორიაა და ყველას ახსოვს. მთავარია, რომ ჩვენ კარგი მუსიკა შევთავაზოთ მაყურებელს. ე.წ. “Old School“ მაინც შენარჩუნებული გვაქვს, თუმცა საუნდი, ჟღერადობა იქნება განსხვავებული, – დათო ფორჩხიძე, ჯგუფი „სახე“.

პოპროექტში გაერთიანებულები არიან: დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ბორის შხიანი. რაც შეეხება სპეციალურად შექმნილ ბენდს: დრამერი – სანდრო სახამბერიძე, კლავიში – ლუკა თოფურია, პროექტ Green Mama-ს თანაავტორი – ზურა კიკნაძე, ბასისტი – კოკა მამალაძე,  საქსოფონისტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი ზურა მახნიაშვილი; მოცეკვავეების ჯგუფი – სტუდია „სახის“ მოსწავლეები, მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი, ხმის რეჟისორი: პაატა ფაცურია.

„იმედის მუსიკალური კოლექცია“

უშუალოდ, პროგრამის დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს დათო ფორჩხიძემ უპასუხა:

M: 20 წლის შემდეგ, მსმენელებს რას შესთავაზებს „სახე“ განსხვავებულს?
პროგრამას ვაკეთებთ ისე, რომ ელექტრონულადაც ჟღერდეს. დღეს, ეს არის სტანდარტი, ნოუ-ჰაუ, რომ ე.წ. ტრეკზე იკვრება ცოცხალი მუსიკა და კომპიუტერიდან მოდის ელექტროსინგლები. ამის მომზადება იყო ძალიან რთული და შრომატევადი. ამის შედეგად, ცოცხალ კონცერტზე ჩვენი ჟღერადობა, მაქსიმალურად, მიუახლოვდება ჩანაწერს, ანუ ძალიან პომპეზურად იჟღერებს და ამით ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი შესრულება არ იქნება მხოლოდ აკუსტიკური ბენდის თანხლებით, ისეთი, როგორიც იყო აქამდე. ისე ვისიამოვნე ამ ახალი ჟღერადობით, რომ სხვანაირად კონცერტი ვეღარ წარმომიდგენია. შევეცდები, რომ ამ ჟღერადობით ვასმინო მაყურებლებს ძველი და ახალი სიმღერები. ეს არის 2016-17-18 წლებში, ტოპსაცეკვაო ფესტივალებზე, ჩემ მიერ მოსმენილი სიმღერებიდან/მუსიკალური ჟღერადობიდან მიღებული გამოცდილება.

M: ჯგუფ „სახესა“ და PoetryNMotion-ს კოლაბორაციის გამოცდილება აქამდეც გქონიათ.. წელს, რით დაამახსოვრებს თავს მსმენელებს თქვენი ნამუშევარი?
PoetryNMotion-თან კოლაბორაცია გვქონდა 2 სიმღერაში: „წვიმად გადავიქეცი“ და „ჩემო თბილის ქალაქო“, სადაც მაიკლ უილიამსი თბილისზე ინგლისურენოვან რეპს ასრულებს. „ბლექსიარენაზე“ მსმენელებს შევთავაზებთ კოლაბორაციას სოციალურ თემატიკაზე – რაც დღეს ხდება მსოფლიოსა თუ საქართველოში, ყველაფერს ვეხებით ხუმრობით. ერთადერთი სიმღერაა, რომელიც არ არის სიყვარულზე და ჰქვია „ღამის თბილისი „ბიტკოინი“.

https://www.youtube.com/watch?v=r9Sf-4NRBHg

M: რა მოლოდინებს უქმნით საზოგადოებას, როგორი იქნება 24 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი?
კონცერტზე აქცენტი, რა თქმა უნდა, ჩვენს ძველს სიმღერებზე გაკეთდება, კლასიკაა, ჰიტებია და მაგათ იმედზე ვართ. თუმცა, ეს არ იქნება ძველი „როგორ მინდა, მოგეფერო“ – იქნება კარგი საუნდით, ჟღერადობით, ხარისხიანად შესრულებული ნომრები.

M: როგორია თქვენი მოლოდინები.. როგორ მიიღებს აუდიტორია თქვენს ახალ სიმღერებს?
რამდენად ახალი სიმღერები გახდება ისეთი ეპოქალური, ამას ვერ ვიტყვით, დრო სჭირდება ამას. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დიდ მასშტაბზე დავტესტოთ ხოლმე სიმღერები, თუმცა, ეს კონცერტი მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, როგორ მიიღებს აუდიტორია – როგორ აყვებიან, როგორ იცეკვებენ, როგორ ესიამოვნებათ ეს ჟღერადობა და აქედან გამომდინარე, გადავწყვეტთ, რამდენ სიმღერას გამოვუშვებთ ახალ ალბომში. დღეს, მეტი არჩევანის საშუალება აქვს ქართველ მსმენელს, რომელ ბენდს უსმინოს, თუმცა, მე მინდა, რომ ეს კონცერტი და ეს ახალი პოპმოძრაობა – ჩვენი ახალი სიმღერები დავამკვიდროთ სტანდარტად. ხმის რეჟისორიც სულ ჩვენთან იქნება ყველა კონცერტზე და გაგვახმოვანებს, რომ ეს ჟღერადობა შევინარჩუნოთ. იმიტომ, რომ თანამედორვე მუსიკა დგას ჟღერადობაზე, მის გარეშე კი, უბრალოდ, არ არის სიანტერესო.

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი გიორგი მაღრაძე

TREESPOND-ის საშუალებით, ხის დარგვით უპასუხებთ ტრამპის უმეცარ განცხადებებს გარემოსდაცვით საკითხებზე