in

საშიში ექსპერიმენტები Columbia-ს ახალ კამპანიაში

Columbia-ს ახალი ბრენდის პლატფორმა ამბიციურ მოკლე ფილმებთან ერთად ჩაეშვა, რომლებშიც ვხედავთ, როგორ უმკლავდებიან ადამიანები დედა ბუნების გამოწვევებს, იქნება ეს გველის კბენა, მეხის დაცემა, ტალახიან გუბეში ჩავარდნა თუ სიცივისგან კბილების დამტვრევა. ან რას იტყვით, კარავში დათვმა რომ მოგაკითხოთ?! აი, Columbia-სთვის საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა:

M2

„ნამდვილად თამამი სვლაა, მაგრამ საქმეც სწორედ ამას ეხება. გარე რეკლამირების კატეგორიაში ხშირად ბუნება რაღაც ლამაზი, ხელუხლებელი და სრულყოფილი პეიზაჟია, ჩვენ კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, როგორ შეუძლია Columbia-ს, იყოს ტოლერანტული ბუნების ველური, ქაოტური დიდებულების მიმართ. გვინდოდა, მეტი ადამიანი მოგვეწვია ბუნებაში იდეის დასამსხვრევად, რომლის მიხედვითაც გამარჯვებისთვის სრულყოფილი, უშიშარი და დახვეწილი უნდა იყო“, — აცხადებს მატ სატონი, მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

ცოტათი მოულოდნელადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ Engineered for Whatever ნამდვილად გვაგონებს Columbia-ს 80-იანი და 90-იანი წლების კამპანიებს, რომლებიც ხალისიანი იყო და დიდად არც პატივისცემას გამოხატავდა, მაგრამ, ამავდროულად, ბრენდის ხარისხსა და ინოვაციურობაზე მეტყველებდა… Columbia-ც ამბობს, რომ ახალი კამპანიის შთაგონება ძველი საკულტო რეკლამებისგან მიიღეს.

მთავარ ფილმთან ერთად, Columbia პროდუქტების საჩვენებელ ვიდეოებს აქვეყნებს, რათა თავისივე პროდუქტების გამძლეობაზე მიგვანიშნოს. ერთ-ერთი ასეთი თოვლში ჩატარებული საშიში ექსპერიმენტია:

თუმცა არც ეს აკმარეს და ტრაქტორის წინა მხარეს კაცი დაამაგრეს:

Columbia-ს კამპანიაზე adam&eveDDB London-მა იმუშავა. 

Coinbase სტატუს-კვოს მუსიკალური რეკლამით უპირისპირდება

AI „ორაკულები“ ცხოვრებასა და მომავალზე ჩურჩულით საუბრობენ