in

აი, როგორია ბრიტანული სააგენტოების საშობაო ბარათები

დიდი დღე ახლოვდება და საახალწლო ფუსფუსიც სულ უფრო იმატებს, თან ჯერ იმაზეც არ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღეში ეს სადღესასწაულო მუხტი ჩაივლის. თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი მართლა ადრეა და დღევანდელ სტატიაშიც უცხოური სააგენტოების მიერ შექმნილ რამდენიმე საუკეთესო ბარათს წარმოგიდგენთ.

Oliver

წელს კრეატიულმა სააგენტომ სუპერ გამარტივებული დიზაინი აირჩია. რატომ? მას სურდა, რაც შეიძლება ნაკლები ბიუჯეტი დაეხარჯა, რათა მეტი შემოწირულობა გაეღო ქველმოქმედებისთვის. თავის მხრივ, ეს ნიშნავდა არაძვირადღირებულ ფოტოგრაფიას, არც რთულ ტექნიკურ ასამბლეას და, რა თქმა უნდა, არც Photoshop-ს.

M&C Saatchi

ანალოგიურად, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, M&C Saatchi-ის გუნდმა გადაწყვიტა, ბავშვებისთვის მიეცათ ბარათის დიზაინის შექმნის საშუალება. ამ გზით, სააგენტოს შეეძლება, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Shelter-ს მეტი თანხა გადასცეს.

Forever Beta

Forever Beta-ს სადღესასწაულო ღონისძიების ამ შემაშფოთებელ და შემზარავ ვიზუალს გუნდის გზავნილი ახლავს თან: „სანამ ხელოვნური ინტელექტი იზრდება და ახალ ამბებში დომინირებს, მნიშვნელოვან ბარათებზე ჯერ კიდევ ადამიანებმა უნდა იზრუნონ“.

Isobel is “Les Not-so-Miserables”

იმის ნაცვლად, რომ სააგენტოს ყოველწლიურ საშობაო ბარათში ასახულიყო წლის განწირულობა და სიბნელე, Isobel-მა ამ წლის თემისთვის ისტორიის ყველაზე მდიდარი პერიოდი აირჩია. და გუნდი იმედოვნებს, რომ ისინი თავს არ მოიჭრიან!

AKQA’

ეს ანიმაციური ბარათი შთაგონებულია უკრაინული ხალხური სიმღერით, Shchedryk.

ასეთი იყო 2022 წელი „კლიპარტისთვის“

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული „მეამას” შენობა