სამწუხაროდ, დღეისათვის დემენცია მასშტაბურად გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების დაქვეითებას გულისხმობს. ამავდროულად, ხშირად ის ისეთი დაავადების წინაპირობაა, როგორიცაა ალცჰაიმერი. თუმცა მდგომარეობის გამწვავებამდე საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული ცნობიერება ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია — ეს კი ხშირად დემენციის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციას და მათ თვითდამკვიდრებას ართულებს.
მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ყოველ სამ წუთში ერთ ადამიანს უვითარდება დემენცია. სწორედ ამას უკავშირდება Age UK Birmingham-ის ინიციატივა — კომპანიამ გამოუშვა საშობაო ბარათი, რომელიც გაუჩინარებადი მელნითაა დაბეჭდილი. სხვა სიტყვებით, ჰაერის ზემოქმედებისას, ნახატის ნახევარი დროთა განმავლობაში ქრება, იცვლება გამოსახულების მნიშვნელობა და ხაზს უსვამს იმ მარტოობას, რომელსაც დემენციის მქონე ბევრი ადამიანი განიცდის.