22 და 23 დეკემბერს “ფაბრიკის” ეზოში საშობაო ბაზრობა მოეწყობა. იგი უკვე მესამედ ტარდება. 13:00-დან 21:00 საათამდე “ფაბრიკას” დაიკავებს 50-მდე ბრენდი, მცირე ბიზნესი და სტარტაპი. საშობაო ბაზრობის პარალელურად 17:00 და 18:00 საათზე სტუმრების წინაშე წარსდგება New Band – ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების მუსიკალური პროგრამით. 23 დეკემბერს კი 15:00 საათზე “ფაბრიკის” ეზოში გაიმართება საბავშვო ორკესტრის კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა”ნიჭიერთა ათწლედი”-დან. ამასთან, საშობაო ბაზრობას შეუერთდებიან Impact Hub Tbilisi-ს პროექტის „სტარტაპ ანბანის“ 11-14 წლის მონაწილეები პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტებით.

“ვეცადეთ, რომ საშობაო ბაზრობა მაქსიმალურად მრავალფეროვანი ყოფილიყო და მიღებული აპლიკაციებიდან ერთმანეთისგან მაქსიმალურად განსხვავებული ბრენდები განსხვავებული ბიზნეს სექტორებიდან შეგვერჩია. ბაზრობაზე შეხვდებით როგორც საახალწლო აქსესუარებს, სამკაულებს, ქართული წარმოების საპნებს ან ვინტაჟურ ტანისამოსს, ასევე, თაფლს სამცხე-ჯავახეთიდან, ქართული ყველის მწარმოებელს, ქართულ ჩაის ბრენდსა და ოთხფეხა მეგობრების გარდერობისთვისაც შეიძენთ ნივთებს. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლელობა პერიოდულად ვუმასპინძლოთ ასეთ ბრენდებს და წამოწყებებს და მივცეთ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი პროდუქტი.” – აცხადებს “ფაბრიკის” ბრენდის განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიკა კვირკველიძე.












