ბრენდები საშობაო რეკლამებისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით რომ ემზადებიან, სიახლეს არ წარმოადგენს. ერთმანეთისგან განსხვავებული, კრეატიული კამპანიებით კი საუკეთესო ადგილების მოსაპოვებლად იბრძვიან — მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საცალო მოვაჭრეები მილიონებს ხარჯავენ სრულყოფილი 90-წამიანი რეკლამის შესაქმნელად. მიღწეულ თუ ვერ მიღწეულს შედეგს კი სხვა ყველაფერთან ერთად, საზოგადოების ინტერესით საზღვრავენ…
სტატიაში დიდი ბრიტანეთის ტოპ 10 რეკლამაა განხილული მარკეტინგულ ჭრილში, თუ როგორ იმოქმედა მათმა სტრატეგიამ (და გამოშვების თარიღმა) წარმატებაზე. John Lewis-ის რეკლამამ, 20 მილიონი ნახვით და 384 000 სოციალური რეაქციით, წარმატებით მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის წოდება — Google Trends-ის მიხედვით, ის აშკარა გამარჯვებულია ყველაზე მეტი ძიებით. მას მოსდევს Aldi, Asda, M&S, Boots და Disney.
აქ გასათვალისწინებელია, რომ სოციალური მიღწევები არ ნელდება, ახალი აპლიკაციებისა და არხების პოპულარობა კი იზრდება. შესაბამისად, მათ ეფექტურად გამოსაყენებლად და სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად ახალი გზებია საჭირო. თანაც, მარკეტერების 73%-ს სჯერა, რომ სოციალური მედია ბიზნესის წარმადობაში დიდ როლს ასრულებს. ამის მაგალითია დისნეი — კომპანიამ ამ სეზონზე ბევრი არხი არ გამოიყენა, რის გამოც ბევრი ქულა დაკარგა.
როგორ მოქმედებს საშობაო რეკლამის გამოშვების თარიღი მის ეფექტურობაზე?
ჩვენ ყველანი უიმედოდ ვცდილობთ ვიპოვოთ საიდუმლო რეცეპტი საშობაო რეკლამის გაშვების იდეალური თარიღისთვის… თუმცა იმდენი გარე ფაქტორი მოქმედებს, რომ ამის გაგება ძალიან რთულია.
შესაძლოა, M&S ლიდერი იყო თავისი რეკლამის 2 ნოემბერს გაშვებით, მაგრამ საბოლოო წარმატებაზე სხვა ფაქტორებმა იმოქმედა. ჯონ ლუისისა და ალდის რეკლამები ხომ 10 ნოემბერს ჩაეშვა, მაგრამ სწორედ მათ დაიკავეს მოწინავე ადგილები საუკეთესო ათეულში.
აქ მოცემულია რამდენიმე რეკლამის გაშვების თარიღი:
- M&S (ოთხშაბათი, 2 ნოემბერი)
- Disney (ოთხშაბათი, 2 ნოემბერი)
- Boots (პარასკევი, 4 ნოემბერი)
- Lidl (პარასკევი, 4 ნოემბერი)
- Sainsbury’s (პარასკევი 4 ნოემბერი)
- Asda (პარასკევი, 4 ნოემბერი)
- Tesco (კვირა, 6 ნოემბერი)
- Morrisons (ორშაბათი, 7 ნოემბერი)
- Aldi (ხუთშაბათი, 10 ნოემბერი)
- John Lewis (ხუთშაბათი, 10 ნოემბერი)
სტატისკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი გავლენა იმ ბრენდებმა იქონიეს, რომლებმაც რეკლამის მოგვიანებით გამოქვეყნება ამჯობინეს.
როგორია საშობაო რეკლამის მომავალი?
გასაკვირი არ არის, რომ ჯონ ლუისი აგრძელებს ბრიტანეთის ყველაზე საყვარელი სადღესასწაულო სატელევიზიო რეკლამის წოდების მოპოვებას.
მონაცემები უბრალოდ გვიჩვენებს, თუ როგორ ითამაშებს აქტუალური ტენდენციები და თემები მნიშვნელოვან როლს კამპანიის შედეგებში, ისევე როგორც ყველაზე შესაფერისი მარკეტინგული პლატფორმების არჩევა, რათა ეს შეტყობინება მაქსიმალურად ფართო აუდიტორიამდე მივიდეს. ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ ეს მონაცემები და მოერგონ მუდმივად ცვალებად მომხმარებელთა გემოვნებას…