in

საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებლები 40%-ით შეამცირეს!

ამბავია ასეთია — ექიმები საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალო ახალ მეთოდს ცდიან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გარდაცვალების რისკს 40%-ით ამცირებს. ეს კი ბოლო 25 წელში დაავადების წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია!

M2
M2

World Health Organization-ის თანახმად, გლობალურად, ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეთა ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს: ყოველწლიურად 660 000 ახალი შემთხვევა და 350 000 გარდაცვალება ფიქსირდება. უმეტესობა 30 წლისას იჩენს თავს და მიუხედავად გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდებისა, 30%-ში დაავადების რეციდივი გვაქვს. 

ამგვარად, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ რაღაც ახალი სამკურნალო მეთოდების შემუშავებაზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი მეტად საიმედოდ გამოიყურება — ახალ სამკურნალო მეთოდს გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის, ინდოეთის, იტალიისა და ბრაზილიის პაციენტებზე 10 წლის მანძილზე ცდიდნენ, რაც მოიცავს ქიმიოთერაპიის მოკლე კურსს მანამ, სანამ პაციენტები ქიმიორადიაციას გაივლიან — სტანდარტული მკურნალობის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს მქონე პირებს ქიმიო და რადიოთერაპიები კომბინირებულად უტარდებათ.

University College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაავადებისგან გარდაცვალების რისკები 40%-ით შემცირდა, ხოლო კიბოს რეციდივის რისკები, 5 წლის ვადაში, 35%-ით. 

1999 წელს ქიმიორადიაციის დამკვიდრების შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია გადარჩენის კუთხით.

კვლევა 500 ქალს მოიცავდა, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ ახალი სამკურნალო მეთოდისა და სტანდარტული ქიმიოთერაპიის მისაღებად. თუმცა არცერთ პაციენტს ჰქონდა სიმსივნე სხვა ორგანოებზე გავრცელებული…

ერთ ჯგუფს კარბოპლატინით და პაკლიტაქსელის ქიმიოთერაპიის ახალი მეთოდით ჩაუტარდა მკურნალობა, რასაც მოჰყვა სტანდარტული რადიოთერაპია და შემდგომში ყოველკვირეული ცისპლატინი და ბრაქითერაპიის ქიმიოთერაპია, იგივე ქიმიორადიაცია. საკონტროლო ჯგუფი კი მხოლოდ სტანდარტულ ქიმიორადიაციას იტარებდა. 

5 წლის შემდეგ, იმ პაციენტების 80%, რომლებმაც ჯერ მოკლე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარეს, ცოცხლები იყვნენ, 72%-ში არც კიბოს რეციდივი მომხდარა და არც სხვაგან გავრცელებულა იგი. რაც შეეხება სტანდარტულ ჯგუფს, იქ გადარჩენილ პაციენტთა მაჩვენებლები 72%-ს უდრიდა, ხოლო მეორე მაჩვენებელი 64%-ს. განსხვავებული საზომების გაერთიანების შედეგად კი, UCL-ის მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა, ხოლო რეციდივის 35%-ით.

პაციენტებიდან ერთ-ერთი აბი ჰოლსია, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 27 წლის ასაკში დაუსვეს:

უკვე ცხრა წელია, რაც კიბოსგან გავთავისუფლდი და დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ მკურნალობის გარეშე დღეს აქ ვიქნებოდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე კვლევის წინსვლაში, რომელიც ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში ბევრი ქალის ცხოვრებას გადაარჩენს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა კიბოს ცენტრმა უკვე დანერგა ეს მიდგომა… დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

Comme des Garçons – ქალის ტანსაცმლის იაპონური რევოლუცია

სახელმძღვანელო ბიზნესის ვებსაიტისთვის – ყველაფერი, რაც უნდა გაითვალისწინოთ