სამხრეთ ბრაზილიაში უნდა გამოგზაუროთ და ერთ პატარა Gambito Bar-ში შეგიყვანოთ. საოცარი კოქტეილებითა და ატმოსფეროთია ცნობილი, რომელმაც სწორედ იმ მომხმარებლებს შესთავაზა Negroni-ის ბოთლში ჩამოსხმული ვერსია, რომლებიც ხარისხიან, ექსკლუზიურ გამოცდილებებს აფასებენ.
ახლა კი წარმოიდგინეთ, ეს სასმელი ქალი რომ იყოს. ძლიერი, ჯადოსნური და ელეგანტური… დედოფალი იქნებოდა, არა?! Negroni-ის აფრიკული ფესვებიდან გამომდინარე, ყველასთვის აშკარა იყო, რომ ეს Black Queen უნდა ყოფილიყო. თანაც, Gambito Bar-ის ლოგოზე White Queen-ს ვხედავთ. მეტსაც გეტყვით, მე-19 საუკუნეში კოლონიურ აფრიკაში დედოფლებს ხშირად ჯადოქრებად აღიქვამდნენ…
სწორედ ამიტომ Black Queen, როგორც ძლიერი ჯადოქარი, აფრიკელი ქალების გამორჩეულობაზე უსვამს ხაზს, ქალურ ძალას ზეიმობს ისე, რომ Gambito Bar-ის ბრენდის იდენტობას შეესაბამებოდეს. ნარატივი დახვეწილი სიმბოლოებით ვითარდება, რომლებიც სასმლის შექმნის ამბავს ბარის თემატიკას უკავშირებს.
ფართო კონცეფცია მოულოდნელობებით გვეთამაშება და აფრიკას ამ სასმლის სამშობლოდ გვაცნობს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვეულებრივ იტალიასთან ასოცირდება… სემიოტიკისა და სთორითელინგის შერწყმით სასმელს ბარის ეთოსთან აკავშირებს და გამორჩეულ ადგილს იმკვიდრებს კოქტეილების ბაზარზე.
ხოლო სიმბოლოების ფრთხილად შერჩევითა და ისეთი მდიდრული ფერებით, როგორებიც მწვანე და ოქროსფერი გახლავთ, დიზაინი ხაზს უსვამს აფრიკელი დედოფლის ძალას და კონტრასტულად წარმოადგენს მას ევროპულ სამეფო ნაწილთან.
ბოთლის თავსახურზე არსებული თვალის სიმბოლო, დედოფლის ხედვას ემსახურება. ტიპოგრაფია კი კლასიკური ევროპული სტილითაა წარმოდგენილი და მთლიან ვიზუალს გამორჩეულს ხდის…
Black Queen Negroni-ის ბრენდინგზე Grunge Design-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.