in

როგორ გავფილტროთ სასმელი წყალი პლასტმასის ნაწილაკებისგან? — კვლევა

ახალი ამბავი არ არის, რომ მიკროპლასტმასის ძალიან პატარა ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში საკვებისა თუ სასმლის მიღების გზით საკმაოდ დიდი ოდენობით ხვდება. ისიც ვიცით, რომ ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და მწვავე დაავადებებამდეც მივყავართ… თუმცა გიფიქრიათ, როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას? კვლევამ ახლახან მარტივი და ეფექტური გამოსავალი შემოგვთავაზა წყლიდან პატარა ნაწილაკების მოსაშორებლად, ეს მეთოდი, ალბათ, თქვენთვისაც კარგად ნაცნობი უნდა იყოს, თუმცა ამ მიზნით, სავარაუდოდ, არ გამოგიყენებიათ…

M2
M2

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ Guangzhou Medical University-სა და Jinan University-ის გუნდმა ექსპერიმენტები ჩვეულებრივ და ონკანის წყალზე ჩაატარეს, შემდგომ ნანო და მიკროპლასტმასები დაამატეს მანამ, სანამ სითხეს აადუღებდნენ და გაფილტრავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ნანონაწილაკები, ადუღებისა და ფილტრაციის პროცესების შედეგად, 90%-ით გაქრა, თუმცა ეფექტურობის მაჩვენებელი წყლის ტიპის მიხედვით განსხვავდებოდა. 

წყლის გადადუღების ამ მარტივ სტრატეგიას შეუძლია, მიკრო და ნანონაწილაკები ონკანის წყლიდან გააქროს და აქვს პოტენციალი შეამსუბუქოს ადამიანის მიერ მიღებული ნაწილაკების ოდენობა წყლის მეშვეობით, — აცხადებენ მკვლევრები.

გამოდის, სასმელი წყლიდან მიკროპლასტმასის მოსაშორებლად ერთ-ერთი გზა უბრალოდ მისი ადუღებაა… საინტერესოა ისიც, რომ მანამდე ჩატარებული კვლევებით სასმელ წყალში პოლისტიროლის, პოლიეთილენის, პოლიპროპილენისა და პოლიეთილენ-ტერეფტალატის ფრაგმენტებიც გაზომეს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა ოდენობით ვიღებთ. თუმცა ეს სტრატეგია რომ გამოეცადათ, მკვლევრებმა კიდევ უფრო მეტი ნანოპლასტმასის ნაწილაკები დაუმატეს წყალს, შედეგად კი მათი ოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 

გადადუღებული წყლის დალევა შესანიშნავი გრძელვადიანი სტრატეგიაა ნანოპლასტმასების გლობალური გავლენის შესამცირებლად. ხშირად ადგილობრივი ტრადიციის ნაწილია, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში გვხვდება…, — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ პრაქტიკას მსოფლიოში უფრო აქტიურად დანერგავენ… თუმცა იმისათვის, რომ უკეთ გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემას, გადადუღებულ წყალზე კვლავ აპირებენ ექსპერიმენტების ჩატარებას — ჩვენმა შედეგებმა ძალიან კარგი სტრატეგია მოგვაწოდა ადამიანებში პლასტმასის ნაწილაკების შესამცირებლად და შექმნა საფუძველი შემდგომი, უფრო მასშტაბური კვლევებისთვის.

Apple-მა MacBook Air M3 გამოუშვა!

SBC Summit Tbilisi 2024 Promises Growth and a Deep-Dive into Eastern Europe & Central Asia