in ,

ალკოჰოლური სასმელი და შვილისთვის ჩაშლილი ახალი წელი

ორგანიზაცია AV·OG·TIL–მა, საახალწლოდ, იმ მამებისთვის შექმნა ვიდეორგოლი, რომლებიც განწყობას ალკოჰოლური სასმელით იქმნიან. ემოციური ვიდეოს მთავარი გმირი პატარა გოგონაა. ის თავისთვის ჩუმად ითვლის მამის მიერ დალეული ჭიქების რაოდენობას. ერთი, ორი, სამი… დილიდან დაწყებული სმა, საღამოს ვახშმის დროს ყვირილსა და ჩხუბში იზრდება. ამასობაში, ახალი წელიც მოდის და ბავშვური სიხარულიც სადღაც უიმედოდ ქრება.

ამიტომ კარგად დაფიქრდით, რამდენი ჭიქის გადატანა შეუძლია თქვენს მცირეწლოვან შვილს, განსაკუთრებით ისეთ ბედნიერ დღეს, როგორიც ახალი წელია.

 

https://www.youtube.com/watch?v=wsz7P6TR3MU

მოულოდნელი საახალწლო საჩუქარი Gulf-ის მომხმარებლებს

ბუნება, ოჯახი, საოცარი ფანტაზია და გაცოცხლებული ზღაპარი – დასვენების საუკეთესო საშუალება