ბაკურიანში, კოხტის მთის ძირში, დამსვენებლებისთვის ახალი საინტერესო ლოკაცია, სასტუმრო „გრანდ ნოელ ბაკურიანი“ გამოჩნდა, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში, კოვიდ პანდემიის შემდეგ ისევ განაახლა სტუმრების მასპინძლობა.
სასტუმრო 55 ნომრისგან შედგება და სტუმრებს კომფორტულ და დაუვიწყარ გარემოში დასვენებას ჰპირდება.
აქ დაგხვდებათ მოსასვენებელი, გასართობი სივრცეები, ბარ-რესტორნები და ლაუნჯის ტიპის ტერასა, სადაც მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამებია დაგეგმილი.
გარდა ენერგიული გართობისა, დამსვენებლებს აქვთ შესაძებლობა დააგემოვნონ ქართული და ევროპული უგემრიელესი კერძები სასტუმროს შეფ მზარეულისგან და დატკბნენ კოხტის მთის ულამაზესი ხედებით.
[R]