ზოგჯერ სურვილი გიჩნდება, დროის ხმაურს მოსწყდე, საკუთარ თავს დაუბრუნდე და სამყაროს ტემპი დაივიწყო. ფეხი საკუთარ რიტმს აუწყო, აღმოაჩინო ახალი ადგილები, ახალი ისტორიები და მათ შეუერთდე.
Hotel Indigo®, IHG Hotels & Resorts გლობალური ბრენდის ნაწილი, სწორედ ასეთ გამოცდილებას გპირდება. აერთიანებს გლობალური ბრენდის თავდაჯერებულობას და უბნის ნამდვილ სულს, რომლის ქუჩებში სიარული ნიშნავს არა მხოლოდ ადგილობრივი ცხოვრების და კულტურის გაცნობას, არამედ უნიკალური გამოცდილების მიღებას.
Hotel Indigo Batumi Old Town არის ამ ბრენდის პირველი ბუტიკური სასტუმრო საქართველოში. ქალაქის ისტორიული უბნის გულში მდებარე ეს სასტუმრო ქმნის სივრცეს, სადაც ავთენტურობა, ელეგანტურობა და კომფორტი ერთმანეთთანაა შერწყმული.

აქ თითოეული ოთახი, ყოველი კუთხე და ყველაზე მცირე დეტალიც კი პატარა თავგადასავლად იქცევა – სივრცედ, რომელიც ბათუმის ისტორიას, და განწყობას ასახავს. ეს არის ენერგიისა და თავისუფლების განცდა, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიგრძნო ბათუმი არა როგორც სტუმარმა, არამედ როგორც ამ უბნის ნაწილმა.


[R]










