in , ,

“სასტუმრო მუზეუმისა” და კახაბერის საახალწლო პროექტის შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი

რამდენიმე დღის წინ  ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეო რგოლი, რომელმაც უამრავი ადამიანის მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა. ვიდეო „სასტუმრო მუზეუმის“ და კახაბერის საახალწლო პროექტზეა გადაღებული.

BOG
BOG

ამ ერთ წუთიან მუსიკალურ ნომერში ნათლად არის წარმოჩენილი ახალი წლის ჯადოსნური ისტორიებით აღსავსე ღამის ანონსი. სასტუმრო მუზეუმი სექტემბერში გაიხსნა და დღეს უკვე მრავალი თქვენგანი იცნობს თავისი კონცეპტუალურად განსხვავებული სამი კვების ობიექტით,  შთამბეჭდავი ინტერიერითა და პროფესიონალთა მომსახურების მაღალი დონით.

M: როგორ გაჩნდა ვიდეოს გადაღების იდეა ?

კახაბერი : იდეის ინსპირაცია იყო „სასტუმრო მუზეუმი“, როგორც კი ვნახე ეს ადგილი, მაშინვე დავიწყე ფიქრი ვიდეოს შექმნაზე, რადგან პირველად ტარდება მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში, როგორც პროდიუსერმა საჭიროდ ჩავთვალე რომ პროექტს ჰქონოდა ისეთი ვიდეო რგოლი, რომელიც იქნებოდა წინასიტყვაობა და განწყობას შეუქმნიდა მაყურებელს. ვიდეომ გაამართლა და ზუსტად მოიტანა ის მუხტი და ემოცია, რაც ადამიანს დააფიქრებს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას სად შეხვდეს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს.ვიდეოში კარგად არის წარმოჩენილი თუ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს ჩვენი სტუმარი.

 

M: ვინ იმუშავა ვიდეო რგოლზე ?

კახაბერი: რადგან მე, როგორც პროდიუსერს მრავალი დიდი კომპანიისთვის მაქვს ვიდეორგოლები გადაღებული და სარეკლამო მხრივაც დიდი გამოცდილება გამაჩნია, გავაერთიანე სარეკლამო და მუსიკალური მიმდინარეობა და შევქმენი ინფორმაციული პრომო, რომელმაც უკვე დიდი მონაცემები მოგვიტანა. მხოლოდ ასე ვხედავდი მრავალი ათასი ადამიანის ყურამდე და თვალთახედვამდე მიღწევას. ჩანაფიქრმა გაამართლა, საოცარი მაჩვენებელი გვაქვს, პირველ ეტაპზე მიზანს მივაღწიეთ, რაც ვიდეოს სახით მიზნად დავისახეთ.

ვიდეოში მონაწილეობენ ხანუმები, მუსიკისა და დრამის თეატრის, ასევე ქუჩის თეატრის მსახიობები.

სიმღერის ტექსტის ავტორია – თამარ გვანცელაძე

პროექტის პროდიუსერი, პრაქტიკულად რეჟისორიც და სცენარისტიც მე გახლავართ ( კახაბერი)

ვიდეო ედითინგი – ნესტან სინჯიკაშვილი

თანარეჟისორი – ნიკოლოზ ამირეჯიბი

ოპერატორი – თემო მაჭარაძე

ახალ წელს სასტუმრო მუზეუმის და კახაბერის გრანდიოზული პროექტი იღებს სტარტს. სპეციალურად ამ საღამოსთვის თქვენს საახალწლო განწყობაზე კახაბერთან და ხანუმებთან ერთად, იზრუნებენ მინსკიდან და ბაქოდან მოწვეული ცნობილი მუსიკოს – შემსრულებლები.

პირველად საქართველოში, გთავაზობთ ერთ ობიექტზე სამ სხვადასხვა სივრცეში  ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ მიმდინარეობებს.

“სირაჯხანა” – ღვინის რესტორანი, ქართულ-სპარსულ სამზარეულოსთან ერთად შემოგთავაზებთ კახაბერის და ხანუმების პერფორმანსს.

“კაფე მუზეუმი” – წარმოგიდგენთ მინსკიდან მოწვეულ თანამედროვეობის აქტუალურ ეთნო-ელექტრონულ ჯგუფს SHUMA

“მიქსოლოგიური ბარი 810” – უმასპინძელბს ბაქოდან მონტროს ჯაზ-ფესტივალის მონაწილეს ISFAR SARABSKI

“ამ ჯადოსნურ ღამეს სასტუმრო მუზეუმი გადაიქცევა მრავალფეროვანი ღონისძიებების სასახლედ, სადაც ყველა კუთხეში, ყველა სართულზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი კომპანიების შოურუმები, მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, იქნება ყველგან აქტიური გართობა და საღამო ნამდვილად დაუვიწყარი გახდება. ” – აცხადებს სასტუმრო მუზეუმის წარმომადგენელი

საღამოს გაუძღვება ქუჩის  და მუსკომედიის თეატრი.

ასევე, Dj Live Sets

ბილეთები გაიყიდება სასტუმრო მუზეუმში და  tkt.ge-ზე

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook – გვერდზე, ან დაგვიკავშირდით – 032 2 244 999

გასეირნება დრონით და სამუშაო ადგილი CNN–ში – ვიდეობლოგერის უჩვეულო ექსპერიმენტი

მედია პარამეტრები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ