27
Feb
2019

როგორია სასტუმროს საშუალო ფასები საქართველოში

27 Feb 2019

2019 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანის საშუალო ფასმა 225 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის მცხეთა-მთიანეთში – 200 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის კი, მცხეთა-მთიანეთში – 324 ლარი დაფიქსირდა. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, იანვარში 481 ლარი შეადგინა.

„თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 600 ლარი შეადგინა, აჭარაში – 480 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 285 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში – 109 ლარი დაფიქსირდა“, –  ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

წყარო: bpn

განხილვა