მასპინძლობის კონკურენტულ სფეროში, სასტუმროები ყოველთვის ეძებენ სტრატეგიებს, რათა გაზარდონ შემოსავალი სტუმრების კმაყოფილებაზე კომპრომისის გაწევის გარეშე. ერთ-ერთი ძლიერი მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ, არის საუკეთესო ფასის გარანტია. ეს კონცეფცია უზრუნველყოფს, რომ სტუმრებმა მიიღონ ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი უშუალოდ სასტუმროს ვებსაიტის საშუალებით დაჯავშნისას, რითაც პრიორიტეტული ხდება პირდაპირი გაყიდვები და სტუმრების ლოიალურობა. ამას კი მივყავართ შემოსავლების ზრდასთან.
პირდაპირი გაყიდვები: შემოსავლების გაზრდის საშუალება
უშუალოდ სასტუმროს ვებსაიტზე განხორციელებული ჯავშნები უამრავ უპირატესობას სთავაზობს როგორც სტუმრებს, ასევე სასტუმროებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი არის შემოსავლის მაქსიმალური გაზრდის შესაძლებლობა ისეთი მესამე მხარის პლატფორმებთან გვერდით ავლით, როგორიცაა ტურისტული ონლაინსააგენტოები (OTAs), რომლებიც დიდ საკომისიოს ითხოვენ.
მოდი, ეს მაგალითით ავხსნათ: საშუალოდ, ყოველი ჯავშნიდან OTA იღებს საკომისიოს 20%-ს. მაგალითად, 500₾ ჯავშნის დროს, რომელიც შესრულებულია OTA-ს მეშვეობით, სასტუმროები კარგავენ 100₾ საკომისიოში.
მაშინ როცა, Exely Booking Engine-ით, პირდაპირი გაყიდვების პლატფორმით შესრულებული ჯავშნისას, საკომისიო არის მხოლოდ 4%. ეს ნიშნავს, რომ 500₾-იანი ჯავშნის მიღების შემთხვევაში, საკომისიო გადასახადი იქნება მხოლოდ 20₾.
როდესაც სტუმრები ჯავშნიან პირდაპირი წესით, სასტუმროებთან რჩება მეტი შემოსავალი თითოეული ჯავშნიდან, რაც შედეგად იწვევს შესამჩნევ ფინანსურ მოგებას დროთა განმავლობაში. შუამავლის მოცილებით, სასტუმროებს შეუძლიათ მიღებული შემოსავლის ხელახლა ინვესტირება იმისთვის, რომ გააუმჯობესონ სტუმრების მიერ მათ სასტუმროში მიღებული გამოცდილება, გადაახალისონ ოთახში ან ობიექტზე არსებული ნივთები, ან შეცვალონ საკუთარი შეთავაზებები.
სტუმრის ქცევა ჯავშნის გაკეთებისას: ფასი მნიშვნელოვანია
როდესაც საქმე ეხება ჯავშნის გაკეთებას, სტუმრები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ფასს და ეძებენ საუკეთესო შეთავაზებას განთავსებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ სტუმრები ხშირად ადარებენ ფასს ნებისმიერ OTA არხსა და საიტს შორის და საბოლოო ჯამში ირჩევენ მას, სადაც ხვდებათ უკეთესი ფასი.
თუმცაღა, ფასი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტუმრის არჩევანს დაჯავშნისას. მაშინ, როცა ერთი ნაწილი ეძებს ყველაზე დაბალ ფასს, სხვები პრიორიტეტს ანიჭებენ იმგვარ დამატებით ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, დაჯავშნის პირობები, ლოიალურობის პროგრამა და გაუქმების პოლიტიკის მოქნილობა.
წარმატების ისტორია: შესამჩნევი ზრდა პირდაპირ ჯავშნებში
აი, როგორ დაეხმარნენ ჩვენი წარმატების მენეჯერები ერთ-ერთ პარტნიორს, 11-ნომრიან ბუტიკური ტიპის სასტუმროს ქალაქის ცენტრში. პირველ ჯერზე მათ განაცალკევეს ფასები OTA-სა და საიტისთვის. შემდეგ საიტზე შესთავაზეს იგივე ფასი, რაც OTA არხზე, იქაური ლოიალურობის პროგრამის გათვალისწინებით და დაამატეს ლოიალურობის პროგრამა სასტუმროს საიტზეც.
შედეგები ნამდვილად აღნიშვნის ღირსია:
- 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, Exely Booking Engine-დან სასტუმროს მიღებული ჰქონდა მხოლოდ 29 ღამის ჯავშანი.
- 2024 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ეს რიცხვი გაიზარდა 105 ღამემდე.
დამატებით, 2024 წლის დასაწყისში, სასტუმროში OTA არხებიდან შემოსული ჯავშნების 17%-ზე ფასი იყო უკეთესი, ვიდრე პირად საიტზე. ახლა მსგავსი ჯავშნები არ ხორციელდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სასტუმროს სტრატეგიის ეფექტურობას.
ფასთა პარიტეტი vs. ფასების სტრატეგიული ვარიაცია
ფასების პარიტეტი, ოთახების თანაბარი ტარიფების შენარჩუნების პრაქტიკა დაჯავშნის არხებში, არის საერთო სტრატეგია, რომელსაც იყენებენ სასტუმროები სამართლიანობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად. თუმცა ფასების თანასწორობა სულაც არ ნიშნავს დაჯავშნის იდენტურ პირობებს ან ლოიალობის პროგრამის უპირატესობებს.
ფასების სტრატეგიული ვარიაცია, მეორე მხრივ, თავის თავში მოიცავს უფრო მიმზიდველი ფასის ან ფასთან ერთად დამატებითი ღირებულების მქონე მომსახურების შეთავაზებას სასტუმროს ოფიციალური საიტიდან. ამგვარი მიდგომა საშუალებას აძლევს სასტუმროებს, გამოიყენონ საკუთარი პირდაპირი გაყიდვების არხები უკეთესი შეთავაზებებისა და დამატებითი ბენეფიტების გასაყიდად, რითაც ისინი წაახალისებენ სტუმრებს, რომ გვერდი აუარონ OTA არხებს და გააკეთონ ჯავშანი პირდაპირ.
არსებობს რამდენიმე სტრატეგია ფასთა ვარიაციის მისაღწევად: ან ცოტათი გაზარდეთ ფასი OTA არხებზე, ან ცოტათი შეამცირეთ ფასი საიტზე. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს სასტუმროებს, შეინარჩუნონ სასურველი დღის საშუალო ფასი (ADR) და, ამავდროულად, წაახალისონ სტუმრები სასტუმროს საიტიდან პირდაპირი ჯავშნის განსახორციელებლად.
დარწმუნდით, რომ პირდაპირი შეთავაზება კონკურენტუნარიანია
Exely-ში ჩვენ გვესმის სტრატეგიული ფასების თანმიმდევრულობის შენარჩუნების მნიშვნელობა პირდაპირი ჯავშნების გაზრდისას. როგორ ვეხმარებით ამაში პარტნიორ სასტუმროებს:
- ფასთა განსხვავების უფასო რეპორტი Exely Advisor-ში: მყისიერად აღმოაჩინეთ და აღმოფხვერით ფასთა სხვაობა OTA არხებსა და სასტუმროს საიტს შორის, ჩვენს ფასთა სხვაობის რეპორტთან ერთად.
- ჩვენი წარმატების მენეჯერის კონსულტაცია ფასებთან დაკავშირებით: მომხმარებელთა წარმატების მენეჯერების ერთგული გუნდი ეხმარება ჩვენს პარტნიორ სასტუმროებს ფასთა ვარიაციების მართვაში. მიიღეთ ღირებული ინფორმაცია ფასთა პარიტეტის ექსპერტებისგან, რათა გაზარდოთ თქვენი სასტუმროს შემოსავლების პოტენციალი ყველა დასაჯავშნ არხზე, ფასების მდგრადობის ხარჯზე.
საინტერესო სიახლე Exely Booking Engine-ის მომხმარებლებისთვის: ჩვენ ჩავუშვით Rate Match პროგრამა. ეს ფუნქცია მონიტორინგს უწევს OTA-სა და ვებსაიტების ფასებს, ავტომატურად ასწორებს ვებსაიტის ფასს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ფასების მდგრადობა სხვადასხვა პლატფორმაზე. ცვლილებები ტარიფში უწყვეტად და შეუფერხებლად ახლდება Exely Booking Engine-სა და Google Free Booking Links-ში, რითაც სასტუმროს უფრო მეტი ხილვადობა ეძლევა. ეს სიახლე მოწყობილია იმისთვის, რომ მოიზიდოს ჯავშნები გაზრდილი ფასებით და გაზარდოს საერთო შემოსავალი.
პირდაპირი გაყიდვების პრიორიტეტიზაცია ისეთი სტრატეგიების საშუალებით, როგორიცაა საუკეთესო ფასის გარანტია და ფასების ვარიაცია, გასაღებია სასტუმროს შემოსავლების გაზრდისათვის და წარმატების მისაღწევად. თუ ხართ სასტუმროს მფლობელი ან მენეჯერი, რომელიც ეძებს საშუალებას, თუ როგორ მოახდინოს საკუთარი ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია, დაასკანერეთ QR კოდი და დანიშნეთ ონლაინსესია Exely-ის ფასების ექსპერტებთან, რათა დაიწყოთ წარმატებისკენ სვლა.
[პარტნიორის კონტენტი]