in ,

“მეხუთე სეზონი” -სასტუმრო სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე !

Startauperi
Startauperi

ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე ექვსი თვის წინ გაიხსნა სასტურმო “მეხუთე სეზონი”.  სეზონური ბიზნესის ავტორი და დამფუძნებელი, გელა არაბულია, რომელმაც ოჯახის და მეგობრების დახმარებით, ფაქტობრივად საკუთარი ხელით ააშენა სასტუმრო. მარკეტერს გელა არაბული ესაუბრა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ისტორიაზე.

mexute sezoniM: მოგვიყევით სასტუმრო მეხუთე სეზონის შესახებ-როგორ და რატომ გაგიჩნდათ მისი გახსნის იდეა?

ამის მიზეზი გახდა ჩემი სოფელი, სადაც ზაფხულობით ვისვენებდი. აქ მინდოდა რაიმეს გაკეთება. ოჯახი და მეგობრები ჩამოვყალიბდით სად და რა უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ იყო მოგზაურობა, რომლიდანაც მოვიდა იდეები, რა ტიპის სახლი უნდა აგვეშენებინა, როგორი ბარი უნდა ჰქონოდა და ა.შ. რომ ნორმალურად შეგვძლებოდა დამსვენებლის მიღება. ამის შემდეგ მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ-ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, ინფრასტრუქტურა შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ, რომ წყალი გვქონოდა. სასტუმროც ისე დავგეგეთ, რომ მის ასაშენებლად მხოლოდ იქაური ქვები გამოვიყენეთ და არ დავარღვიეთ ადგილობრივი არქიტექტურა.

mexute sezoni 2M: რა სირთულე და გამოწვევები გადალახეთ?

ჩვენს სასტუმრომდე მანქანის გზა არ მიდის და ფეხით სავალია ერთი კილომეტრის მანძილი. შესაბამისად რთული იყო მასალის მიტანა. ამ სასტუმროს მშენებლობაში ჩართული იყო მამაჩემი, რომელიც სამწუხაროდ წლის დასაწყისში გარდაიცვალა. მან იცოდა იმ ქვით აშენება, რომლითაც სასტუმროა აგებული. ეს კი ბევრად გვიადვილებდა საქმეს.

პირველ რიგში კომუნიკაციები გავაკეთეთ და ისინი მიწაში ჩავამონტაჟეთ, რომ გარემოს და ბუნებას არ შეხებოდა.

M: ამ ყველაფერმა დიდი ფინანსური კაპიტალი მოითხოვა თუ თანდათან ააწყვეთ ბიზნესი?

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ფინანსური კაპიტალი მოითხოვა, მაგრამ ჩვენი მთავარი კაპიტალდაბანდება იყო ჩვენივე შრომა, რომ თავად ვაკეთებდით ამ ყველაფერს. ფაქტობრივად ხელით ვაშენებდით მე, მამაჩემი, ჩემი ბიძაშვილი და მეგობრები.

mexute sezoni1M: რა დროს დასჭირდა სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვებას?

ჩვენ შარშან ნულიდან დავიწყეთ და დაახლოებით ექვს თვეში ექსპლუატაციაში გავუშვით სასტუმრო.

M: რა ფასები გაქვთ? ტურისტებზე ხართ ორიენტირებული თუ ადგილობრივ დამსვენებლებზეც?

ორივე ტიპის დამსვენებლებზე ვართ ორიენტირებული. პირველ აგვისტოს გავიხსენით და მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა არ გაგვიკეთებია, დამსვენებლები მაინც გვყავს. ნორმალური ფასებია, 35 ლარიდან იწყება.

ჩვენი სახლი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს, საკმაოდ მაღლა. ასეთი ტიპის სახლები იშვიათია. სასტუმრომდე შესაძლებელია ცხენებით ამოსვლაც.

mexute sezoni 4M: გყავთ კონკურენტები?

საკმაოდ პატარა სოფელია, სადაც ოცი კომლი ცხოვრობს ზაფხულობით. ამ პატარა სოფელში ერთი საკმაოდ დიდი სასტუმროა, თუმცა კონკურენცია არ არის, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს.

M: სეზონურია თქვენი ბიზნესი?

ამ ეტაპზე სეზონურია, ზაფხულში ვმუშაობთ. ძალიან შორეული პერსპექტივისთვის შესაძლებელია ზამთრის დასასვენებელ ადგილადაც იქცეს, სადაც ექსტრემალებისთვის გაუკვალავ თოვლში თხილამურით სრიალი საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე სოფელში არსებული ინფრასტრუქტურა ზამთარში მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს.

M: ფინანსური თუ შრომითი კაპიტალი დაგიბრუნდათ? როგორი შედეგები გაქვთ?

ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე მომგებიანია, რადგან მინდოდა აქ ყოფილიყო რაღაც ისეთი, რასაც სხვაგან ვხედავდი. ეს არის ადგილი, სადაც ფეხით უნდა მიხვიდე და მთის პირობებში გხვდება კომფორტი. გვყავს დამსვენებლები. სასტუმროს შეფასება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია. მიხარია, რომ ვხედავ ხალხს, რომლებიც აღფრთოვანებული და გაოცებულია ამ ყველაფრით.

ავტორი: მანანა ნოდია

ახალი თავი Google-ის ცხოვრებაში – კომპანია Alphabet

“ჰერბია” -ბრენდირებული და არაგენმოდიფიცირებული მწვანილი ქართულ და ევროპულ ბაზარზე !