in

სასწაული ყავის სახლში

BOG
BOG

შესაძლოა თქვენც უკვე ნახეთ ვირუსული ვიდეო, რომელმაც მილიონობით მნახველი დააგროვა, მაგრამ ძალიან ცოტამ მიაქცია ყურადღება რომ ეს ვიდეო უბრალოდ ხუმრობა არაა.

სტივენ კინგის რომანის “კერის” ახალი ეკრანიზაციის სარეკლამო კამპანიაა, რომელმაც არა მხოლოდ მანჰეტენის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. კიდევ ერთი დამტკიცება იმის, რომ ფარული კამერა და ადამიანის ნამდვილი ემოცია ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს.

სტივენ კინგის “კერის” პირველი ვერსია 1976 წელს გამოვიდა. მაყურებელი რიმეიქის სანახავად წინასწარ უარყოფითი ემოციით დატვირთული მიდის და რატომღაც სტერეოტიპული განწყობაა – “პირველი უკეთესი იყო”. ამ შემთხვევაში სარეკლამო კამპანია და თან ვირუსული ფილმის პოპულარობის დიდ ნაწილს განსაზღვრავს.

ალბათ ფილმის პროდუსერები წყნარად სხედან,  მხოლოდ youtube-ზე ვიდეო 44 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის გაქირავებაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდება.

ვარდისფერი გზა მკერდის კიბოს წინააღმდეგ

ზვიგენი კუბოში ქალაქის ქუჩებში