16
Nov
2016

სათამაშო დათვები სახლში ბრუნდებიან! – ჰითროუს საახალწლო ვიდეორგოლი

16 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ქუჩები ნელ–ნელა იკაზმება საახალწლო მორთულობებით, მაღაზიების დახლები კი საოცარი სათამაშოებით ლამაზდება. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც სარეკლამო სააგენტოები არიან გულხელდაკრეფილნი და დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მრავლად ვხვდებით ინტერნეტ სივრცეში საინტერესო საახალწლო ვიდეორგოლებს. მათ ჩამონათვალს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული, ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ახალი ვიდეოც შეუერთდა.

 

აეროპორტი რომ ერთ–ერთი ყველაზე თბილი და ემოციური ადგილია, ფილმებიდანაც ჩანს. ჰითროუს ხელმძღვანელობამ კარგად იცის ეს და საახალწლო ვიდეორგოლისთვის სათანადოდ გამოიყენა. რგოლის მთავარი გმირები სათამაშო დათვები არიან – ცოლ-ქმარი, რომელიც საშობაოდ სახლში ბრუნდება. როგორც ჩანს, მათთვის თვითმფრინავით მგზავრობა ცოტა უჩვეულო, თანაც, სანერვიულო მოვლენაა, ეს მღელვარება მათ სახეზეც ამოიკითხება. თუმცა, ყველაფერი მაშინ ქრება, როდესაც აეროპორტის გასასვლელში მათკენ გაბრწყინებული სახით ორი პატარა ბავშვი გამორბის. ამ დროს, დათვები მოხუც ადამიანებად იქცევიან და მათი ნერვიულობაც სადღაც ქრება.

ჰითროუს აეროპორტმა არაჩვეულებრივი სარეკლამო რგოლის შესაქმნელად ყველაზე საყვარელი პერსონაჟები ჩართო: სათამაშო დათვები, მოხუცი ცოლ–ქმარი და ბავშვები. უნდა ვაღიაროთ, ეს მიდგომა, საბოლოო ჯამში, ნამდვილად ეფექტური გამოდგა.

განხილვა