ის ფაქტი, რომ სიგარეტის მავნებლობის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სულაც არ ცვლის იმ საგანგაშო მაჩვენებელს, რასაც აქტიური მწეველების რაოდენობა წარმოადგენს. განსაკუთრებით რთული ის პრობლემაა, რომ სიგარეტის კვამლის ყველაზე დაუცველი მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლის მშობელიც მისი თანდასწრებით ეწევა და საერთოდ ვერ აცნობიერებს, რამხელა ზიანს აყენებს შვილის ორგანიზმს, ამ დროს კი პატარას არაფრით შუძლია პროტესტის გამოხატვა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Roche-მ ძალიან ეფექტური, თანაც ბავშვებისთვის სასიხარულო კამპანია განახორციელა. ბრენდმა სპეციალური სათამაშო დათუნიები შექმნა, რომელიც გარდა იმისა, რომ ბავშვისთვის საყვარელ გასართობ ფუნქციას ასრულებენ, ასევე სიგარეტის კვამლზე ხველებით რეაგირებენ. სწორედ ასეა, როგორც კი სათამაშო დასაშვებზე უფრო ახლო მანძილზე, თამბაქოს კვამლს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით აღიქვამს მაშინვე ხმამაღალი ხველება უტყდება.












