in

Nike-ის ახალი სათამაშო მოედანი 20 000 გადამუშავებული ფეხსაცმლისგან შეიქმნა!

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ნახშირბადისა და ნარჩენებისგან თავისუფალი მომავლისკენ

Nike ბევრისათვის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს — მაგალითად, იგი მომხმარებელს ყოველთვის ე. წ. გმირის როლში აყენებს… ადვილად იპყრობს ემოციებს და მარტივი სიტყვებით ყველას შთააგონებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ბრენდი მართლაც კარგ პროდუქტებს ქმნის.

BOG
BOG

ახლა კი Nike-მა კალათბურთის მოედანი გახსნა, რომლის შესაქმნელადაც მომხმარებლების მიერ შემოწირული 20 000 გადამუშავებული ფეხსაცმელი გამოიყენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მდგრადი განვითარებისადმი ერთგულებას — ნახშირბადისა და ნარჩენებისგან თავისუფალი მომავლისადმი. ცხადია, ეს სხვა მსხვილი გარემოსდაცვითი კომპანიებისთვისაც მაგალითის მიმცემია.

Nike-ის საჯარო კალათბურთის მოედანი ახალ ბელგრადში მდებარეობს. ეს საბოლოო ნაბიჯი კომპანიის მისიას ცხადყოფს — ხელი შეუწყოს ფიზიკურ აქტივობას, საზოგადოების განვითარებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. Move to Zero-ს კამპანიის ფარგლებში MTZ Blok 70 კალათბურთის მოედანი ლონდონის კრეატიულმა სააგენტო Accept & Proceed-მა დააპროექტა. ეს ის ისტორიული ტერიტორიაა, რომელშიც რამდენიმე პროფესიონალი კალათბურთელი გაიზარდა — ამ ფაქტისადმი სიამაყე ზედაპირზე ორიგინალური შრიფტით დაბეჭდილი “BLOK 70”-ით გამოიხატება.

“Nike Belgrade-თან ერთად ვიზუალური ენა შევიმუშავეთ. ეს საინტერესო სამუშაო იყო, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა არსებულ კონცეფციას სპორტული სივრცეების შესახებ: რა მოხდება, თუ კალათბურთის მოედნის ძირითადი სამშენებლო ბლოკებს დავშლით და მოედნის ტრადიციულ განლაგებას გადავხედავთ? ასევე, საინტერესო იყო სხვადასხვა ასოს ელემენტების მოფიქრება, რომლებსაც სხვა დეტალებზე აქვს გავლენა” — განმარტა ნაიჯელ კოტიერმა, Accept & Proceed-ის წამყვანმა დიზაინერმა.

საგულისხმოა, რომ კალათბურთის მოედნის შექმნის პროცესში მომხმარებლებიც ერთგვარად ჩართულნი იყვნენ, რაც მათ კიდევ უფრო მყარ ემოციურ კავშირს უქმნის. ადამიანები ხედავდნენ, როგორც გარდაიქმნებოდა მეორადი ფეხსაცმელები საჭირო მასალად — ეს არის იმერსული საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან ბრენდისა და პროცესისადმი ნდობა გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ Move To Zero Nike-ის უფრო ფართო ინიციატივაა, რათა პლანეტისა და სპორტის მომავალი ნახშირბადისა თუ ნარჩენებისგან თავისუფალი პრაქტიკის განისაზღვროს.

TikTok კონტენტის შემქმნელებს ფულის გამომუშავების ახალ გზას სთავაზობს!

ახალი MacBook Pro და AirPods, საქართველოში, პირველ მომხმარებლებს ელის!